10 მომსახურება, რომელიც საქართველოში 2026 წლის მარტში გაძვირდა - კვირის პალიტრა

10 მომსახურება, რომელიც საქართველოში 2026 წლის მარტში გაძვირდა

მიმდინარე წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომსახურებებს შორის ყველაზე მეტად ქალის ფეხსაცმლის შეკეთება გაძვირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნული საქმიანობის ანაზღაურებამ 27.3%-ით მოიმატა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, შემდეგია ავტომობილის რეცხვის სერვისი - ფასის 22.8%-იანი მატებით.

რა მომსახურებები გაძვირდა ყველაზე მეტად

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ საქმიანობების ჩამონათვალს, რომელიც წელს მარტში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაძვირდა.

ქალის ფეხსაცმლის შეკეთება - გაძვირდა 27.3%-ით;

ავტომობილის რეცხვა - გაძვირდა 22.8%-ით;

ატრაქციონით სარგებლობა - გაძვირდა 20.5%-ით;

მამაკაცის ფეხსაცმლის შეკეთება - 20%-ით;

ტელეფონის სააბონენტო გადასახდელი - გაძვირდა 19.5%-ით;

მამაკაცის ტანსაცმლის გადაკეთება - გაძვირდა 17.9%-ით;

მობილური ტელეფონის შეკეთება - გაძვირდა 17.2%-ით;

მუზეუმში შესვლა - გაძვირდა 15.5%-ით;

ქალის თმის დავარცხნა - გაძვირდა 14.4%-ით;

დასწრება კინოსეანსზე - გაძვირდა 14%-ით.

განაგრძე კითხვა