ბათუმში, არასრულწლოვანმა მამაკაცს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა - რა ინფორმაციას აქვეყნებს შსს
შსს-მ ბათუმში არასრულწლოვანი დააკავა, რომელმაც 33 წლამდე მამაკაცს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2010 წელს დაბადებული თ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ რ.ჯ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.