"სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას სამშობლოს მოღალატის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვაში" - მიხეილ სააკაშვილი - კვირის პალიტრა

"სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას სამშობლოს მოღალატის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვაში" - მიხეილ სააკაშვილი

როგორც ჩანს, ნოღაიდელი მობრძანდება დასაკითხად. აუცილებლად დავრჩები მისი დაკითხვის პროცესზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მოწმის სახით მისი პრეზიდენტობის დროინდელი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი უნდა დაიკითხოს.

ამ წუთებში სააკაშვილი მის მხარდამჭერებსა და საზოგადოებას მიმართავს.

„მინდა გითხრათ, კარგი ამბები გვაქვს, რუსეთი მძიმე კრიზისშია... რაც შეეხება სომხეთს, რუსეთი მასაც კარგავს. ძალიან სასაცილო საყურებელი იყო პუტინის და ფაშინიანის შეხვედრა, პუტინი როგორ „აკაჩავებდა", რომ მისი სამხედრო ბლოკებიდან არ გასულიყო და ევროკავშირს არ შეერთებოდა. რუსეთს ცუდად აქვს საქმე, რადგან ფრონტზე ძალიან კარგად მიდის საქმე. საერთო ტენდენცია სწორია და სწორი მიმართულებებით მიდის.

5-ჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება.

ახლა სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას სამშობლოს მიღალატის ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვაში", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა