აზერბაიჯანში აფგან სადიგოვი დააკავეს?! - რა ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალისტის მეუღლე - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანში აფგან სადიგოვი დააკავეს?! - რა ინფორმაციას ავრცელებს ჟურნალისტის მეუღლე

ახლახან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის მეუღლე, სევინჩ სადიგოვა სოციალურ ქსელში წერს.

სადიგოვას თქმით, ამ დროისთვის მისთვის უცნობია, სად წაიყვანეს აფგან სადიგოვი.

„გუშინ მისი დეპორტაცია საქართველოდან აზერბაიჯანში, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრძანებით განხორციელდა“, - წერს სადიგოვა.

"ინტერპრესნიუსი"