ყველაზე ძვირადღირებული პასკები თბილისში - კვირის პალიტრა

ყველაზე ძვირადღირებული პასკები თბილისში

აღდგომის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა და მოსახლეობა უკვე აქტიურად ემზადება. დღესასწაულის მთავარი სიმბოლოს - პასკას, წელსაც, ისევე, როგორც ყოველ წელს, დიასახლისების ნაწილი სახლში აცხობს, ნაწილი კი უპირატესობას ამა თუ იმ საკონდიტროსა და სუპერმარკეტებში შეძენას ანიჭებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ჯდება 1 კილოგრამი პასკის შეძენა ამა თუ იმ საკონდიტროსა და სუპერმარკეტში.

როგორც აღმოჩნდა, კლასიკური ქიშმიშიანი, 500- გრამიანი პასკის ფასი სუპერმარკეტებში 8 ლარიდან იწყება, რაც შეეხება ხაჭოს პასკას, 900-გრამიანის ღირებულება 50 ლარს აღწევს. იტალიური პანეტონეების ფასი 500-გრამიანი 20 ლარიდან იწყება და 70 ლარის ფარგლებში მერყეობს.

განაგრძე კითხვა