მეჰრიბან ალიევას თამარ ბაგრატიონი მასპინძლობს - ფოტოები
საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან - მეჰრიბან ალიევასთან ერთად სტუმრობს.

მათ გმირთა მოედანზე მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით ერთად შეამკეს.


მეჰრიბან ალიევას ორი სახელმწიფოს პირველ პირებს შორის შეხვედრების პარალელურად, მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე თამარ ბაგრატიონი მასპინძლობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, თამარ ბაგრატიონი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველ ლედისთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთად, მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმს ეწვია.
განაგრძეთ კითხვა და დაათალიერეთ ფოტოები