რაზე ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილმა და ილჰამ ალიევმა? - კვირის პალიტრა

რაზე ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილმა და ილჰამ ალიევმა?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, ბიზ­ნეს ცენ­ტრში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენტს, ილ­ჰამ ალი­ევს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­ლე­გა­ცი­ას უმას­პინ­ძლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ავ­რცე­ლებს.

პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის თა­ნახ­მად, შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი, მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ლე­ვან ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კა­ში, ზუ­რაბ პა­ტა­რი­ძე.ამა­ვე ცნო­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ილ­ჰამ ალი­ევს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში "ნა­ყო­ფი­ე­რი ვი­ზი­ტი­სათ­ვის და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა უმაღ­ლეს ნიშ­ნულ­ზეა, რაც სა­სი­კე­თო და სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნია ორი­ვე ქვეყ­ნი­სათ­ვის“.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ ხაზი გა­უს­ვა „ორი ქვეყ­ნის ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, სატ­რან­ზი­ტო დე­რეფ­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რად ათ­ვი­სე­ბის პო­ტენ­ცი­ალს და აღ­ნიშ­ნა, რომ მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბა სა­ერ­თო ჯამ­ში ერ­თნა­ი­რად ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს“.

„ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ილ­ჰამ ალი­ევს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი მშვი­დი და სტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის­თვის, ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბით აღ­სავ­სე გა­რე­მო­ში სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ორი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვის ფა­სად შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ მშვი­დო­ბა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა.

შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო ენერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბას და სატ­რან­სპორ­ტო-ენერ­გე­ტი­კულ პრო­ექ­ტებს, რა­საც სა­ქარ­თვე­ლო და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ერ­თობ­ლი­ვად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. აღი­ნიშ­ნა ბაქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის რკი­ნიგ­ზა, რო­მე­ლიც საკ­ვან­ძო როლს ას­რუ­ლებს რე­გი­ო­ნუ­ლი კავ­ში­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო კვლავ არის ღია აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის, რაც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­ურ ზრდას გა­ნაგ­რძობს.

ილ­ჰამ ალი­ევ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და გულ­თბი­ლი მას­პინ­ძლო­ბის­თვის. აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი, სტა­ბი­ლუ­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის. პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ორ­მხრივ პრო­ექ­ტებ­ზე, ენერ­გე­ტი­კუ­ლი დე­რეფ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის ექ­სპორ­ტის პრო­ცეს­ში. ილ­ჰამ ალი­ევ­მა და­ა­დას­ტუ­რა მზა­ო­ბა, რომ ერ­თობ­ლი­ვად გაგ­რძელ­დეს მუ­შა­ო­ბა რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბის და სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სათ­ვის. ილ­ჰამ ალი­ე­ვის ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში დას­რუ­ლე­ბუ­ლია”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.