"თავის დროზე, მე ის გავაგდე, აღმოვაჩინე, რომ ...” - რას წერს მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელის შესახებ? - კვირის პალიტრა

"თავის დროზე, მე ის გავაგდე, აღმოვაჩინე, რომ ...” - რას წერს მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელის შესახებ?

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი, ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო­ში ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დელ­თან დღე­ვან­დე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

დღეს ჩემს წი­ნა­შე "პრო­კუ­რა­ტუ­რის მოწ­მის" სა­ხით წარ­დგა, სრუ­ლი­ად სა­ხე­და­კარ­გუ­ლი, მო­ცახ­ცა­ხე, ჩემი მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი, ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლი.თა­ვის დრო­ზე, მე ის გა­ვაგ­დე, იმი­ტომ რომ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შიდა კო­რუფ­ცია ბო­ლომ­დე მქონ­და ამო­ძირ­კვუ­ლი, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ის თურ­ქმე­ნეთ­თან ვა­ლის გაქ­ვით­ვა­ში ხსნი­და დიდ ფულს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან 20 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჩადო კა­ლა­ძის ფირ­მა­ში, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის გარ­და არ­სად უმუ­შა­ვია.

დღეს მის ჩვე­ნე­ბა­ში ერთხელ არ ვუხ­სე­ნე­ბი­ვარ და არა­ფერ­ში და­ვუ­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ვარ, თან მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 30 ბად­რა­გი მერ­ტყა გარ­შე­მო და შუ­შის უკან ვი­ყა­ვი, სა­ოც­რად შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო, კან­კა­ლებ­და და თვალს თვალ­ში ვერ მის­წო­რებ­და, ოღონდ შემ­დეგ ხალ­ხს შე­უტ­რი­ალ­და დარ­ბაზ­ში და აგი­ნა.

მე ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ძა­ლი­ან მშვი­დი ტო­ნით ვათ­რიე, სა­ნამ არ აყ­ვირ­და პუ­ტინ­ზე დას­მულ კი­თხვა­ზე. საქ­მე იმა­ში კი არაა, რომ ხელი არ ან ვერ და­მა­დო, თა­ვის­თა­ვად მოწ­მე­ო­ბა­ზე და­თან­ხმე­ბა იყო სა­მარ­ცხვი­ნო, მაგ­რამ არა­ფე­რი არის იმა­ზე უფრო სა­მარ­ცხვი­ნო, რაც მან ომის შემ­დეგ ჩა­ი­დი­ნა, 5-ჯერ ეს­ტუმ­რა რა ქარ­თვე­ლე­ბის სის­ხლში ყუ­რე­ბამ­დე გას­ვრილ პუ­ტინს, შეჰ­ფი­ცა ერ­თგუ­ლე­ბა და დაჰ­პირ­და სა­ქარ­თვე­ლოს და­მორ­ჩი­ლე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას.

ჩემი "7 ნო­ემ­ბრის" საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა ხელ­მო­წე­რი­ლია ФСБ-ს ოფი­ცერ ფარ­ცხა­ლა­ძე/რო­მა­ნო­ვის მიერ, ხოლო მოწ­მედ ჰყავთ პუ­ტი­ნის პირ­და­პი­რი აგენ­ტი ნო­ღა­ი­დე­ლი, წრე შე­იკ­რა. მათ­თვის ვინ არაა საქ­მის კურ­სში - სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ე.წ. საქ­მე სხვა არა­ფე­რია თუ არა რუ­სე­თის შუ­რის­ძი­ე­ბა იმის­თვის, რომ 2007 წელს ვერ მო­ა­ხერ­ხა გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, ხოლო 2008-ში ქვეყ­ნის და­პყრო­ბა, იმი­ტომ რომ მე აღ­მოვ­ჩნდი მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე, ოღონდ მინ­და ვკი­თხო ქარ­თვე­ლებს - რამ­დენ ხანს აპი­რებთ აი­ტა­ნოთ ჩემი უსა­მარ­თლო ტყვე­ო­ბა და ამა­სო­ბა­ში რო­დემ­დე უნდა ია­რონ ნო­ღა­ი­დელ­მა და მიმ­სა მსგავ­სებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ისე, რომ თავ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნებ­მა ყო­ველ­დღი­უ­რად არ შე­ახ­სე­ნონ მათი ღა­ლა­ტი.

სა­ნამ ესე­ნი თა­ვი­სუფ­ლად და­დი­ან და მე ტყვე­ო­ბა­ში ვრჩე­ბი, საქ­მე არ და­იძ­ვრე­ბა, ასე­თია მწა­რე სი­მარ­თლე.მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის", - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.