"ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით" - დონალდ ტრამპი ირანში ომზე
ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს დავიტოვებდი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სააღდგომო კვერცხების გაგორების ტრადიციულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, ნავთობს დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით“, - განაცხადა ტრამპმა.მისი თქმით, ამერიკელ ხალხს ომის დასრულება სურს და მას კი სურს, რომ ისინი "კმაყოფილები“ იყვნენ.