"ეს იყო ნერვული ეპილეფსიური გულყრები. სადღაც, 11 წლის განმავლობაში მჭირდა...“ - გიორგი ნაზღაიძის გულახდილი ინტერვიუ - კვირის პალიტრა

"ეს იყო ნერვული ეპილეფსიური გულყრები. სადღაც, 11 წლის განმავლობაში მჭირდა...“ - გიორგი ნაზღაიძის გულახდილი ინტერვიუ

ტელეწამყვანი, გიორგი ნაზღაიძე, პოდკასტში"კოტcast” ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ საუბრობს, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა და რომლის დაძლევაც სწორი მკურნალობით მოახერხა:

- ეს იყო ნერვული ეპილეფსიური გულყრები. სადღაც, 11 წლის განმავლობაში მჭირდა. ოჯახის წევრებმა სხვადასხვა ექიმთან მატარეს. ჩემი ოჯახი არასდროს მალავდა. პირიქით, გვერდით მედგა. მაგრამ, ეს ის პერიოდია, როდესაც ამ ყველაფერს მალავდნენ, ფარულ ცენტრში მიჰყავდათ და ასე შემდეგ...

სიმართლე გითხრათ, იქაც ვერ მიშველეს. ბოლოს, ჩემმა ოჯახმა იპოვა ექიმი, რომელმაც ფსიქოლოგიურადაც, წამლებითაც ამიხსნა, რომ ეს ყველაფერი შენშია, შენ უნდა დაძლიო... როდესაც გეწყება შფოთვა, უნდა მიხვდე, რომ ეს არ მოგკლავსო. ამიხსნა, დამიკონკრეტა, შემდეგ წამლები დამინიშნა და სადღაც, სამწელიწად-ნახევარი დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი აღარ მომსვლოდა. როგორც ამიხსნეს, მილიონში ერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია, გადალახოს.

ამ თემაზე გიორგიმ წლების წინაც ისაუბრა ინტერვიუში:

- მქონდა ნერვული გულყრა, რომელიც შეძენილი იყო და მას წლების განმავლობაში ვუმკლავდებოდი. მოკლედ ეს იყო ნერვულ ფონზე შეძენილი ეპილეფსიის ერთ-ერთი ფორმა და ეს შეტევა გარკვეულ ემოციურ ფონზე მემართებოდა.

განაგრძეთ კითხვა