უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სამიზნე სია გადასცა - The Jerusalem Post
უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სამიზნე სია გადასცა, - ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.
გამოცემა უკრაინის დაზვერვასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა დაზვერვამ ირანს ისრაელის კრიტიკული მნიშვნელობის 55 ენერგოობიექტის სია გადასცა.
გამოცემის თანახმად, რუსეთის მიერ გაზიარებული ინფორმაცია, ირანს საშუალებას აძლევს, რომ ისრაელის ენერგოობიექტებზე ზუსტი სარაკეტო დარტყმები მიიტანოს.
ინფორმაციის მიხედვით, სამიზნე ენერგოობიექტები მათი სტრატეგიული მნიშვნელობის მიხედვით სამ კატეგორიად იყოფა: კრიტიკული მნიშვნელობის წარმოების ობიექტები; მთავარი ურბანული და ინდუსტრიული ენერგეტიკული ჰაბები; ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.