“ნატო არ დაგ­ვეხ­მა­რა“ - ტრამპი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია - კვირის პალიტრა

“ნატო არ დაგ­ვეხ­მა­რა“ - ტრამპი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია

“ნატო არ დაგ­ვეხ­მა­რა“, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა თეთრ სახ­ლში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • “ია­პო­ნია არ დაგ­ვეხ­მა­რა, ავ­სტრა­ლია არ დაგ­ვეხ­მა­რა, სამ­ხრეთ კო­რეა არ დაგ­ვეხ­მა­რა. ია­პო­ნი­ა­ში 50 000 ჯა­რის­კა­ცი გვყავს. 45 000 ჯა­რის­კა­ცი სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, რათა ისი­ნი კიმ ჩენ ინის­გან და­ვიც­ვათ, რო­მელ­საც მე ძა­ლი­ან კარ­გად ვუ­გებ. ამის შემ­დეგ კი ნატო. ნატო არ დაგ­ვეხ­მა­რა“, - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

მისი თქმით, “ნატო-თი ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია“.

“სი­მარ­თლე თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, ყვე­ლა­ფე­რი გრენ­ლან­დი­ით და­ი­წყო. ჩვენ გრენ­ლან­დია გვსურს. მათ კი ჩვენ­თვის მისი გად­მო­ცე­მა არ სურთ. მე კი მათ ვუ­თხა­რი: “ნახ­ვამ­დის“. ნატო ქა­ღალ­დის ვე­ფხვია. ჩვენ ისი­ნი არ გვჭირ­დე­ბა, რად­გან არ დაგ­ვეხ­მარ­ნენ“, - აღ­ნიშ­ნა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.

ასე­ვე, ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ჰორ­მუ­ზის სრუ­ტის გახ­სნა “ძა­ლი­ან დიდი პრი­ო­რი­ტე­ტია“ და მას­ში გავ­ლის­თვის გა­და­სა­ხა­დი არა ირან­მა, არა­მედ აშშ-მა უნდა და­ა­წე­სოს.

განაგრძეთ კითხვა