“მარნეულის მერის ძმამ ნიღბიან ბანდასთან ერთად სასტიკად სცემა მოქალაქეს...“ - სკანდალური დანაშაულის დეტალები - კვირის პალიტრა

“მარნეულის მერის ძმამ ნიღბიან ბანდასთან ერთად სასტიკად სცემა მოქალაქეს...“ - სკანდალური დანაშაულის დეტალები

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე მარ­ნე­უ­ლის მე­რის, დაურ ის­მა­ი­ლო­ვის ძმა, ქე­ნან ის­მა­ი­ლო­ვი და­ა­კა­ვეს.

  • ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ქე­ნან ის­მა­ი­ლო­ვის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, თავ­და­პირ­ვე­ლად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­ვის­ტმა სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვამ გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ მე­რის ძმამ, სხვა პი­რებ­თან ერ­თად, მო­ქა­ლა­ქე­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და.

სა­მი­რა ბა­ი­რა­მო­ვა ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ვეყ­ნებს:

“მარ­ნე­უ­ლის მე­რის ძმამ თა­ვი­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რებ­თან ერ­თად მარ­ნე­ულ­ში სას­ტი­კად სცე­მა მო­ქა­ლა­ქეს.

მე­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი უკვე ერთი კვი­რა­ზე მე­ტია ქა­ლაქ­ში ქა­ოსს ქმნი­ან. მათ, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ზარ­დეს პუ­რის ფასი და სხვა მე­წარ­მე­ებ­საც აი­ძუ­ლებ­დნენ იგი­ვე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. ერთ ერთი პი­რა­დად და­მი­კავ­შირ­და. ვინც არ და­ე­მორ­ჩი­ლა დღეს ერთ-ერთი მათ­გა­ნი სას­ტი­კად არის ნა­ცე­მი.

ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად ტაქ­სის მძღოლ­მა მო­მა­წო­და დღეს გამ­თე­ნი­ი­სას, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის დროს ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა მისი შე­ტყო­ბი­ნე­ბა სპამ­ში მოხ­ვდა და დრო­უ­ლად არ მი­ნა­ხია. ცოტა ხნის წინ და­მი­კავ­შირ­და კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ა­ში სურ­და სა­ჩივ­რის შე­ტა­ნა. ვთხოვ და­ზა­რა­ლე­ბულს და მის ოჯახს რომ აუ­ცი­ლებ­ლად მი­ე­ცით ინ­ფორ­მა­ცია მე­დი­ას - ეს იქ­ნე­ბა თქვე­ნი ბერ­კე­ტი. ვერ და­მა­ლა­ვენ ფაქტსა და ძა­ლა­დო­ბას. უნდა დას­რულ­დეს ეს ქვე­ყა­ნა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის “დაც­ვა.”

რო­გორც მი­თხრეს ახლა ად­გილ­ზე მარ­ნე­უ­ლის პო­ლი­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ასე­ვე თა­ვად მერი, მისი მო­ად­გი­ლე და პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი, რაც აჩენს სა­ფუძ­ვლი­ან ეჭვს, რომ ისი­ნი პრო­ცეს­ში პირ­და­პირ არი­ან ჩარ­თულ­ნი. ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი სიგ­ნა­ლი, რომ ქა­ლაქ­ში კა­ნო­ნის ნაც­ვლად გავ­ლე­ნე­ბი და ძა­ლა­დო­ბა მუ­შა­ობს.

განაგრძეთ კითხვა