სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან სროლა იყო - არის მსხვერპლი - კვირის პალიტრა

სტამბოლში, ისრაელის საკონსულოსთან სროლა იყო - არის მსხვერპლი

სტამბოლში, ისრაელის საკონსულოს შენობასთან ახლოს სროლის ხმა ისმოდა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მივიდნენ.

როგორც CNN TURK-ი სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება, „განეიტრალებულია 3 ადამიანი, ხოლო 2 პოლიციელი დაშავდა“.

ასევე, პოლიციის ცნობით, თავდამსხმელთაგან ორი ადგილზე მოკლეს, ხოლო ერთი მათგანი დაიჭრა.

სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"