"ტუზი დაგვეცა..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი - კვირის პალიტრა

"ტუზი დაგვეცა..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

შეერთებული შტატების ინტერსების ზრდა საქართველოში არის ცალსახად კარგი - ანუ ტუზი დაგვეცა

1.უბრალოდ ამ რეჟიმის პირობებში ქართველი ხალხი ამ ტუზს ვერ გამოიყენებს, რადგან ივანიშვილს მხოლოდ საკუთარი სანქცია ადარდებს და არა ეროვნული ინტერესები.

2. ამერიკის ინტერესების ზრდის სიკეთის კარგი მაგალითია 9/11 ის შემდეგ დაწყებული ომი ტერორის წინააღმდეგ და 2002 წელს, ტერორის წინააღმდეგ ომთან კავშირში, საქართველოში დაწყებული წვრთნის და აღჭურვის პროგრამა, რასაც მოყვა შევარდნაძის რეჟიმისცვლილება - რადგან შევარდნაძეს არ ჰქონდა უნარი ესარგებლა ამ პარტნიორობით.

3. ვერანაირი დალაგება ვერ მოხდება კონკრეტული პირობების შესრულების გარეშე.ცალკე საკითხია - რა პირობები იქნება, მაგრამ ნებისმიერი პირობის შესრულება არის რეჟიმის უკან დახევა - აი ეს ფაფხურიც გრანტების კანონში, არის რეჟიმის უკან დახევა და ეს რომ არ აღიარონ, ამიტომ იძახიან ისედაც ასე იყოო. როცა ბოროტი რეჟიმი უკან დახევას იწყებს, ეს წინააღმდეგობას ძალას შთაბერავს.

4. ცხადია ავტომატურად არაფერი მოხდება, და იმისთვისრომ ცვლილება მოხდეს, საჭიროა წინააღმდეგობა ქუჩაში, საერთაშორისო წნეხი და ძლიერი ალტერნატივა.

5. ოპოზიციის ალიანსი არის ძლიერი ალტერნატივის შექმნის მცდელობა.ცხადია 2003 წლისგან განსხვავებული ვითარებაა - მაშინ ოპოზიციური ტელემედია გაცილებით უკეთესად მუშაობდა, ახლა პირიქით, უარყოფით როლს თამაშობს ცვლილებისთვის, რადგან წინააღმდეგობის ხმებს ახშობს დონორების მითითებით და აბლაგვებს წინააღმდეგობას. შესაბამისად, ოპოზიციური პარტიებიც უფრო ძლიერები იყვნენ - ნათელაშვილს და სააკაშვილს 20-20 პროცენტი ჰქონდათ, ნაკლებად, მაგრამ ასევე ძლიერები იყვნენ ჟვანიაც და ახლებიც.მაგრამ ახლა ინტერნეტი გვაქვს და შეგვიძლია ოპოტელემედიის მიერ წინააღმდეგობის პროცესისთვის მიყენებული ზიანის შემცირება.

6. წინააღმდეგობაზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად ვისარგებლებთ აშშ-ს გაზრდილი ინტერესებით.26 მაისს ბევრნი უნდა ვიყოთ მაგრამ 26-მდეც და 26-ის მერეც, ბევრი უნდა ვიმუშავოთ რომ სანდო ალტერნატივად დაგვინახონ.