აზერბაიჯანის პირველი ლედის ცხოვრების გზა - ოქროს მედალზე დამთავრებული სკოლა და შეხვედრა მომავალ პრეზიდენტთან - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანის პირველი ლედის ცხოვრების გზა - ოქროს მედალზე დამთავრებული სკოლა და შეხვედრა მომავალ პრეზიდენტთან

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან - მეჰრიბან ალიევასთან ერთად იმყოფება საქართველოში.

მეჰრიბან ალიევა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პირველი ლედია მსოფლიოში. წლების წინ, ყველაზე გემოვნებიან და ლამაზ პირველ ქალბატონთა სიებშიც ხვდებოდა. 61 წლის მეჰრიბანი ახლა ისე აქტიურად არ ჩანს მსოფლიო მედიის ფურცლებზე, თუმცა აზერბაიჯანში მისი გავლენა არ შემცირებულა. მას ამიერკავკასიაში ყველაზე გავლენიან ქალადაც მოიხსენიებენ ხოლმე და მრავალი ტიტულის მფლობელია.

download-1775559210.jpg

გავლენიანი ოჯახის ქალიშვილიმეჰრიბან არიფ ყიზი ალიევა (ქალიშვილობის გვარი - ფაშაევა) დაიბადა 1964 წლის 26 აგვისტოს, ბაქოში. ის ეთნიკური აზერბაიჯანელია. ინტელექტუალების ოჯახში დაიბადა, მისი წინაპრები, ფაშაევების კლანი, აღიარებული იყო, როგორც ყველაზე გავლენიანი, ეკონომიკის აკადემიურ წრეებსა და ბიზნეს სექტორებში. მისი ბაბუა, მირ ჯალალ ფაშაევი, მწერალი, ლიტერატურათმცოდნე და ფილოსოფიის დოქტორი იყო. მამამისი, არიფ ფაშაევი - აზერბაიჯანის საავიაციო აკადემიის რექტორი. დედამისი, აიდა იმანგულიევა, აღმოსავლეთმცოდნეობას სწავლობდა. აიდას მამა, ნასირ იმანგულიევი, ბაქოს გაზეთის მთავარი რედაქტორი იყო.

განაგრძეთ კითხვა და დაათალიერეთ ფოტოები