როგორი ამინდი იქნება საქართველოში 8-9 აპრილს - სინოპტიკოსების ახალი პროგნოზი - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 8-9 აპრილს - სინოპტიკოსების ახალი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-9 აპრილს საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

მათი ცნობით, 8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. ასევე, შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

„აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"