ექიმი, როკერი, არქიტექტორი და ა.შ. - ვის რა საერო განათლება აქვს? წმინ­და სი­ნო­დის 39-ვე წევ­რი ეპის­კო­პო­სის მოკ­ლე დო­სი­ე - კვირის პალიტრა

ექიმი, როკერი, არქიტექტორი და ა.შ. - ვის რა საერო განათლება აქვს? წმინ­და სი­ნო­დის 39-ვე წევ­რი ეპის­კო­პო­სის მოკ­ლე დო­სი­ე

  • ფოტო გე­ნე­რი­რე­ბუ­ლია ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მიერ

სი­სა და უნე­ტა­რე­სი ილია II-ს მემ­კვიდ­რე მათ­გან ერთ-ერთი იქ­ნე­ბა.

არ­ჩევ­ნებ­ზე ერ­თმა­ნეთს კონ­კუ­რენ­ცი­ას სამი კან­დი­და­ტი გა­უ­წევს, ხოლო გა­მარ­ჯვე­ბის­თვის სა­ჭი­როა მი­ნი­მუმ 20 ხმა. პატ­რი­არ­ქის არ­ჩე­ვის წესს ეკ­ლე­სი­ის მარ­თვა-გამ­გე­ო­ბის დე­ბუ­ლე­ბა აწეს­რი­გებს. ამ დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, მკა­ფი­ოდ არის გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სე­ბი, რომ­ლი­თაც ახა­ლი პატ­რი­არ­ქი ირ­ჩე­ვა.

  • პატ­რი­არ­ქო­ბის კან­დი­და­ტი უნდა იყოს არა­ნაკ­ლებ 40 და არა­უ­მე­ტეს 70 წლი­სა.
  • ასე­ვე, პატ­რი­არ­ქო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი კრი­ტე­რი­უ­მია საღვთის­მე­ტყვე­ლო გა­ნათ­ლე­ბა.

ეპის­კო­პო­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას გა­ნათ­ლე­ბა რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ებ­სა და აკა­დე­მი­ა­ში აქვთ მი­ღე­ბუ­ლი (მოქ­მე­დი ეპის­კო­პო­სე­ბი­დან მხო­ლოდ სამს აქვს ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა), 39 ეპის­კო­პო­სი­დან 14-ს სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს, რამ­დე­ნი­მე მღვდელმთავ­რის გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კი ცნო­ბე­ბი არ მო­ი­პო­ვე­ბა.

გა­გაც­ნობთ წმინ­და სი­ნო­დის 39-ვე წევ­რი ეპის­კო­პო­სის მოკ­ლე დო­სი­ეს მა­ნამ, ვიდ­რე ისი­ნი ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის გზას შე­უდ­გე­ბოდ­ნენ:

შიო მუ­ჯი­რი - პატ­რი­არ­ქის ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს , ავ­სტრა­ლი­ი­სა და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტი

shio2-57693-1-1775561009.webp

მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (ერის­კა­ცო­ბა­ში - ელიზ­ბარ თე­ი­მუ­რა­ზის ძე მუ­ჯი­რი) და­ი­ბა­და 1969 წლის 1-ელ თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში. 1991 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რია (ჩე­ლის­ტი), 1999 წელს კი ბა­თუ­მის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რია, რის შემ­დე­გაც სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლა მოს­კო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში და მოს­კო­ვის წმი­და ტი­ხო­ნის საღვთის­მე­ტყვე­ლო ინ­სტი­ტუ­ტში. შიო მუ­ჯი­რი 2017 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრეა.

განაგრძეთ კითხვა