ომი გრძელდება - ირანმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო
ირანმა შუამავლების მიერ გადაცემული დროებითი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უარყო, - ინფორმაციას Reuters-ი ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებები შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყოს, რაც აშშ და ისრაელი საჰაერო იერიშებს შეწყვეტენ.
ასევე, აშშ-მა და ისრაელმა პირობა უნდა დადონ, რომ დარტყმებს არ განაახლებენ და მიყენებულ ზიანს აანაზღაურებენ.
ირანელი ოფიციალური პირის თქმით, ნებისმიერი მომავალი შეთანხმების ფარგლებში ჰორმუზის სრუტე ირანის კონტროლის ქვეშ უნდა დარჩეს და ირანი სრუტეში გავლისთვის გადასახადს დააწესებს.
ამასთან, Reuters-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ირანი ნებისმიერი სახის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას უარყოფს და ასევე, თეირანმა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების დაწყებისთვის წინაპირობები წამოაყენა.
"ინტერპესნიუსი"