რობერტ სტურუას კომენტარი სპექტაკლზე - როგორ აფასებს რეჟისორი თავის ნამუშევარ "ვეფხისტყაოსანს"? - ვიდეო
რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას სპექტაკლის - "ვეფხისტყაოსნის“ ნაწილი პირველი: „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა” პრემიერა გაიმართა. ინსცენირების ავტორი და რეჟისორი - რობერტ სტურუა, სცენოგრაფია ანა ნინუასი და რობერტ სტურუასი, სცენის სივრცეზე ზრუნავდნენ - მერაბ მერაბიშვილი და ტიტე ჯალაღონია, აგრეთვე გამოყენებულია მირონ შველიძის ნამუშევრები. მუსიკალური გაფორმება სვიმონ ჯანგულაშვილის და რობერტ სტურუასი, ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე. რეჟისორის თანაშემწე - თეა მარგველაშვილი. მონაწილეობენ - ბუკა თოლორდავა, ირაკლი კერესელიძე, ბექა მეძმარიაშვილი, ქეთი სვანაძე, დავით უფლისაშვილი, ლევან ხურცია, ლაშა ჯუხარაშვილი და სხვები...
რობერტ სტურუას სპექტაკლმა "ვეფხისტყაოსანი" ქართული საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ეპიზოდები, რომლებსაც აუდიტორია უშურველად აკრიტიკებს.
რობერტ სტურუას პასუხი: „ყველა დამპალი სტატიაა, შურით დაწერილი“
კრიტიკას თავად მაესტრომ უპასუხა. მსახიობ გიორგი გასვიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოში რობერტ სტურუა თეატრმცოდნეებსა და კრიტიკოსებს მიმართავს:
"ჩვენს თეატრმცოდნეებს ავიწყდებათ, რომ ის, რასაც ისინი წერენ, ეს ლიტერატურის ნაწილია ხომ? - ეს ნიშნავს, რომ ხელოვნების ნაწილია. ერთი სტატია დამისახელე, სადაც შენ აღიქვამ როგორც ხელოვნებას, ყველა დამპალი სტატიაა, შურით, ბოღმით დაწერილი...“
"რუსთავი 2-ის" ეთერში კი რეჟისორი ამბობს: