“შუამავლობის კარი ღია უნდა დარჩეს, რადგან ომის გამომწვევი მიზეზები გადაუჭრელი რჩება - ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას“ - კაია კალასი აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე - კვირის პალიტრა

“შუამავლობის კარი ღია უნდა დარჩეს, რადგან ომის გამომწვევი მიზეზები გადაუჭრელი რჩება - ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას“ - კაია კალასი აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ირანის შეთანხმება კვირების განმავლობაში მიმდინარე ესკალაციის შემდეგ უკიდურესი ზღვარიდან უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეთანხმება ქმნის საჭირო შანსს, რათა შემცირდეს საფრთხეები, შეჩერდეს რაკეტები, განახლდეს ნაოსნობა და შეიქმნას სივრცე დიპლომატიისთვის მდგრადი შეთანხმების მისაღწევად.

„ჰორმუზის სრუტე კვლავ უნდა გაიხსნას. ვესაუბრე პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრს და მადლობა გადავუხადე მას ამ საწყისი შეთანხმების უზრუნველყოფისთვის. შუამავლობის კარი ღია უნდა დარჩეს, რადგან ომის გამომწვევი მიზეზები კვლავ გადაუჭრელი რჩება. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას და კონტაქტზეა რეგიონში პარტნიორებთან. დღეს ამ საკითხს საუდის არაბეთში განვიხილავ“,

განაგრძეთ კითხვა