სისხლიანი გარჩევა დუშეთში: დაჭრილია ერთი პირი - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 2000 წელს დაბადებული ა.გ. დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
- უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, მრავლობითი დაზიანება მიაყენა - 1985 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"დაჭრილი მამაკაცი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.გ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.