“მზად ვართ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობების აღდგენას - ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს ინტერესების ხარჯზე, არავის არაფერს დავუთმობთ“ - თენგიზ შარმანაშვილი
მზად ვართ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობების აღდგენას - ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს ინტერესების ხარჯზე, არავის არაფერს დავუთმობთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული მხარის სურვილი აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებაა.
შარმანაშვილი ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, როდის ეწვევა საქართველოს ამერიკის დელეგაცია.
„როდის ჩამოვლენ არ ვიცი. არც ის ვიცი, რა შემადგენლობაა. მიზანი არის, რაც რუბიომ თავის დროზე თქვა, რომ ძალიან ბევრი საქმე გაფუჭდა და ჩვენ ხელმეორედ უნდა შევისწავლოთ ყველა ის საკითხი, რომელიც ხელს უშლის ჩვენს ურთიერთობებს - ესაა მთავარი ამოცანა მათი მხრიდან და ჩვენ მზად ვართ. როცა ჩამოვლენ დეტალურად გავივლით ყველა საკითხს. ჩვენ მზად ვართ ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ყველა ის საკითხი, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობების აღდგენას. ჩვენ გვინდა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული ურთიერთობა, უფრო სერიოზულ სიღრმეებში წავიდეთ, გაწერილი იყოს ისე, რომ ყველა მხარის პასუხისმგებლობა და სურვილები იყოს გათვალისწინებული.