"დიდი მოლოდინებით წავედი თეატრში... სცენაზე ვიხილე თეატრის გარყვნა...“ - რა არ მოეწონა მაყურებელს? - კვირის პალიტრა

"დიდი მოლოდინებით წავედი თეატრში... სცენაზე ვიხილე თეატრის გარყვნა...“ - რა არ მოეწონა მაყურებელს?

არ წყდე­ბა ხმა­უ­რი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში გა­მარ­თუ­ლი პრე­მი­ე­რის გარ­შე­მო, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახ­ლა­ხან რო­ბერტ სტუ­რუ­ამ მა­ყუ­რე­ბელს შოთა რუს­თა­ვე­ლის გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­მის სა­კუ­თა­რი ხედ­ვა წა­რუდ­გი­ნა. სპექ­ტაკ­ლი "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ (ნა­წი­ლი პირ­ვე­ლი: “ამ­ბა­ვი როს­ტე­ვან არაბ­თა მე­ფი­სა”) ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ლე­გენ­დის, სან­დრო ახ­მე­ტე­ლის 140-ე წლის­თავს მი­ე­ძღვნა.

სპექ­ტაკლმა და მის­მა ფრაგ­მენ­ტებ­მა, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და დიდი და არ­ცთუ და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ერო­ტი­კუ­ლად ადა მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნია რიგი სცე­ნე­ბი, ნა­წი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ ეს უნი­ჭოდ დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს დად­გმა ძი­რი­თა­დად მოს­წონთ, რე­ა­ლუ­რად ამ პრო­ცეს­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტიც საკ­მა­ოდ მძლავ­რობს.

1-1775637897.jpg

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე გა­მოხ­მა­უ­რე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან:

"აი ია... აი თითი... აი რო­ბერტ სტუ­რუა" !

სან­დრო ელოშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი:

"შე­ვეც­დე­ბი მოკ­ლედ ვთქვა...

მე არ მი­ნა­ხავს სპექ­ტაკ­ლი “ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ და ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია რო­გორ შე­იძ­ლე­ბა დად­გა ეს ნა­წარ­მო­ე­ბი, ისე რომ “წიგ­ნი“ არ ჯობ­დეს... ამი­ტო­მაც ამ თე­მა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით!

იმა­საც გე­ტყვით, რომ მე და ბა­ტო­ნი რო­ბერ­ტის ხედ­ვე­ბი, სამ­ყა­როს თუ არა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ნამ­დვი­ლად რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის და კონ­კრე­ტუ­ლად ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას შე­ფა­სე­ბა­ში...

მაგ­რამ! (რა ჯა­დოს­ნუ­რი სი­ტყვაა)

განაგრძეთ კითხვა