"დიახ, თამარ, შენი ქმარი იყო ის ადამიანი, რომელიც იყო უშიშროების საბჭოს მდივანი და თან მედიას აკონტროლებდა „ნაციონალების“ დროს" - ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ ჩერგოლეიშვილს
„დიახ, თამარ, შენი ქმარი იყო ის ადამიანი, რომელიც იყო უშიშროების საბჭოს მდივანი და თან მედიას აკონტროლებდა „ნაციონალების“ დროს", - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ის "ფედერალისტების" ერთ-ერთ ლიდერს თამარ ჩერგოლეიშვილს მიმართავს.
"თუ ამის მოსმენა გინდოდა, არ არის პრობლემა ჩემო საყვარელო. გააგრძელე ნანულა და ფეხების ბაკუნი" - ამბობს ჟორჟოლიანი.
ტელეწამყვანი გამოეხმაურა ჩერგოლეიშვილის ერთ-ერთ ფბპოსტს, სადაც ის წერს.
"ნანულაი ყოფილა იაგო ხვიჩიასთან დეზინფორმაციის გასავრცელებლად და დაუსახელებლად “მამხელდა” - ახლა რომ მედიას თავისუფლებას უწუნებს, “სისხლიანი 9 წლის” დროს მისი ქმარიც ხო იყოო.
კი იყო, და მეც ვიყავი - და მაშინაც მეფრინველეობის ფერმად მიმაჩნდით ქართული ტელემედია და ამიტომ ავიყვანე ტაბულაში სრულიად გამოუცდელი, მაგრამ გონიერი თინეიჯერები".