"ყველაფერი მეგობრობით დაიწყო...“ - ლევან ხურციას და მარიამ კუბლაშვილის ოჯახური იდილია - კვირის პალიტრა

"ყველაფერი მეგობრობით დაიწყო...“ - ლევან ხურციას და მარიამ კუბლაშვილის ოჯახური იდილია

ლევან ხურციას და მარიამ კუბლაშვილის წყვილი ერთ-ერთი ცნობილი წყვილია შოუბიზნესში. ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი წლებია საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს. სამსახურებრივი საქმიანობის გარდა, ”ცეკვავენ ვარსკვლავებში” მონაწილეობითაც მიიპყრო ყურადღება და თავი ცეკვითა და მომხიბვლელი გარეგნობით დაგვამახსოვრა.ასევე წლებია, საზოგადოება კარგად იცნობს მსახიობსა და ტელეწამყვანს ლევან ხურციას.წყვილი 2015 წელს დაქორწინდა და 2016 წელს ვაჟი, ალექსანდრე შეეძინათ. მარიამისთვის ალექსანდრე მეორე შვილია. ადვოკატს პირველი ქორწინებიდან ვაჟი, არბი-გიორგი ჰყავს.

"ყველაფერი მეგობრობით დაიწყო. საერთო მეგობრების წყალობით ზოგჯერ ვხვდებოდით ერთმანეთს. თავიდანვე დადებითი შთაბეჭდილება შემექმნა, მერე დავახლოვდით. აღმოვაჩინე, რომ მარიამი იყო ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მაკლდა, რომ იყო ის ნახევარი, რომელიც მთელი ცხოვრება მინდოდა ჩემ გვერდით ყოფილიყო. ჩვენი ურთიერთობა ეტაპობრივად ღრმავდებოდა.

67493971-3413306128695175-8049694720537919488-n-1775640863-1775642584.jpg

...გარეგნულ სილამაზეზე არაფერს ვიტყვი, ეს ისედაც ნათელია. მარიამი ყველასგან გამორჩეულია: ნიჭიერია, კეთილშობილია. ვიმეორებ, მე მასში ვიპოვე ჩემი მეორე ნახევარი." - აღნიშნავდა ლევანი ინტერვიუში.

განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები