"დაკავებულია ყაზახეთის 9 მოქალაქე, რომლებმაც ასევე ყაზახეთის მოქალაქეს თავისუფლება აღუკვეთეს და 30 000 დოლარს სძალავდნენ" - შსს - კვირის პალიტრა

"დაკავებულია ყაზახეთის 9 მოქალაქე, რომლებმაც ასევე ყაზახეთის მოქალაქეს თავისუფლება აღუკვეთეს და 30 000 დოლარს სძალავდნენ" - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯგუფურად განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის 9 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გეგმა შეიმუშავეს და ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეს - 2004 წელს დაბადებულ დ.ა.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და 30 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. მოთხოვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

„სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხრავე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა