"ურანის გამდიდრება აღარ იქნება და აშშ ირანთან ერთად ამოთხრის მიწაში ჩამარხულ საშიშ „მტვერს“ - დონალდ ტრამპი - კვირის პალიტრა

"ურანის გამდიდრება აღარ იქნება და აშშ ირანთან ერთად ამოთხრის მიწაში ჩამარხულ საშიშ „მტვერს“ - დონალდ ტრამპი

აშშ მჭიდროდ ითანამშრომლებს ირანთან, რომელმაც, როგორც ჩვენ დავადგინეთ, განიცადა ის, რაც ძალიან პროდუქტიული რეჟიმის ცვლილება იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ურანის გამდიდრება აღარ იქნება და აშშ ირანთან ერთად ამოთხრის და ამოიღებს მიწაში ჩამარხულ (B-2 ბომბდამშენების მიერ) ბირთვულ „მტვერს“. ეს ახლაც და აქამდეც ზუსტი თანამგზავრული დაკვირვების ქვეშ არის. ჩვენ ტარიფებისა და სანქციების შემსუბუქების შესახებ ირანთან ვსაუბრობთ და მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ. 15 პუნქტიდან ბევრზე შეთანხმება უკვე მიღწეულია“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა