“ეგებ თქვენ უფრო უზრდელი ხართ ვიდრე მე, ეგებ უფრო აუტანელი თქვენი საქციელია ვიდრე ჩემი... თქვენ დათესეთ, მოიყვანეთ და გაყიდეთ იაფად, ან დაარიგეთ უფასოდ“ - რას წერს ზურა შევარდნაძე
ბოლო დღეებია, სოციალური ქსელი "გარდენია შევარდნაძის" გარშემო აგორებულმა ხმაურიანმა დაპირისპირებამ მოიცვა. ის, რაც ერთი შეხედვით ყვავილებითა და ესთეტიკით სავსე ოაზისად ჩანს, სერიოზული ბრალდებების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ყველაფერი ახალგაზრდა ქალის პოსტით დაიწყო, რომელიც ცნობილ ფლორისტს, ზურაბ შევარდნაძეს, შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.
ქალი იხსენებდა,რომ ერთი კვირის თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, მას სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს. როდესაც მან მიზეზის გარკვევა სცადა, ყველაფერი სიტყვიერ აგრესიაში გადაიზარდა.
"მისი ყალბი ღიმილის უკან ვინც დგას... როცა ვცადა მშვიდად მიზეზის გარკვევა, პასუხი ვერ გამცეს. ხალხის თანდასწრებით, გაფართოებული თვალებით, ცხვირწინ მაგიდაზე ხელი დამიტყა და პირდაპირ ასე მითხრა: 'გააჯ... აქედანო!'" – ამბობდა დაზარალებული.
მისი თქმით, შევარდნაძე ადამიანებს ნივთებივით ექცევა და მას მხოლოდ "ყურმოჭრილი მონები" სჭირდება. ქალმა ვიდეომიმართვაც ჩაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა და დუმილი მხოლოდ აძლიერებს მოძალადეს.
ამ საჯარო აღიარებას სხვებიც გამოეხმაურნენ. მათ შორისაა სალი ჭუმბურიძე, რომლის თქმითაც, მსგავსი ინციდენტი 2025 წლის ოქტომბერში დედამისსაც გადახდა. სალი ჰყვება, რომ დედამისი, 28-წლიანი გამოცდილების მქონე სტილისტი, ზურა შევარდნაძეს კარგად იცნობდა, ისინი მეზობლად ცხოვრობენ.
მისი თქმით, სწორედ შევარდნაძის შეთავაზებით წამოიწყეს ერთობლივი საქმე "გარდენიაში". თუმცა, სულ რაღაც ორ კვირაში მენეჯერმა გამოუცხადა, რომ სალონი ვეღარ იმუშავებდა. როდესაც ქალმა პირადად ზურასთან სცადა სიტუაციის გარკვევა, პასუხად იგივე უხეშობა მიიღო:
"შეხვედრა შედგა, მაგრამ უთხრა, რომ ეს ფული, რაც მოაგროვა, ერთ ადგილას შეეყარა..." - იხსენებს ვიდეომიმართვაში სალი ჭუმბურიძე.
ბრალდებების ფონზე, თავად ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთ ვრცელ მიმართვას ავრცელებს.