"ახლა, ამ საუკუნეში სიშიშვლე არ უნდა გაგვიკვირდეს და არც ნაწარმოების ხელშეუხებლობაზე უნდა ვიგლეჯდეთ თმას" - რუსკა მაყაშვილი თინათინის როლის შემსრულებელ მსახიობს სოლიდარობას უცხადებს
მსახიობი რუსკა მაყაშვილი რეჟისორ რობერტ სტურუას მიერ დადგმული "ვეფხისტყაოსნის" ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება და თინათინის როლის შემსრულებელ კოლეგას სოლიდარობას უცხადებს:
"ახლა, ამ საუკუნეში სიშიშვლე არ უნდა გაგვიკვირდეს და არც ნაწარმოების ხელშეუხებლობაზე უნდა ვიგლეჯდეთ თმას, მთავარი მხოლოდ ისაა, როგორ ფორმაშია გადმოცემული, რაც შეიძლება ან მოგვწონდეს, ან - არა, ეს უმარტივესია. სოლიდარობა ჩემს მეგობარ მსახიობს ქეთი სვანიძეს" - წერს რუსკა მაყაშვილი