"კვარამ" მამარდაშვილს გაუტანა - ხვიჩას კიდევ ერთი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"კვარამ" მამარდაშვილს გაუტანა - ხვიჩას კიდევ ერთი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე (ვიდეო)

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის პირ­ველ მე­ო­თხე­დფი­ნა­ლურ მატჩში პსჟ "ლი­ვერ­პულს" მას­პინ­ძლობს. მატ­ჩი ძი­რი­თა­დი­დან და­ი­წყეს ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ და გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა.

პჟს-ს შე­მად­გენ­ლო­ბა: სა­ფო­ნო­ვი, ჰა­კი­მი, მარ­კი­ნი­ო­სი, პაჩო, მენ­დე­ში, ზაირ-ემე­რი, ვი­ტი­ნია, ნე­ვე­ში, დუე, კვა­რა­ცხე­ლია, დემ­ბე­ლე.

ლი­ვერ­პუ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა: მა­მარ­დაშ­ვი­ლი, ფრიმ­პონ­გი, კო­ნა­ტე, ვან დე­ი­კი, კერ­კე­ზი, სო­ბოს­ლაი, გრა­ვენ­ბერ­ხი, მაკ ალის­ტე­რი, გო­მე­სი, ეკი­ტი­კე, ვირტცი.

მატ­ჩი პა­რი­ზე­ლებ­მა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს და ან­გა­რი­ში მა­ლე­ვე გახ­სნეს. მე-13 წუთ­ზე დე­ზი­რე დუემ გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილს გა­უ­ტა­ნა.თა­მა­ში ორ­მხრი­ვი შე­ტე­ვე­ბით გაგ­რძელ­და, უფრო მეტი შან­სი გო­ლის გა­ტა­ნის პჟს-ს ჰქონ­და. თუმ­ცა გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი უშეც­დო­მოდ თა­მა­შობ­და.

მე­ო­რე ტა­იმ­ში ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილს მო­რი­გი შე­ტე­ვის დროს აჯო­ბა, გოლი გა­ი­ტა­ნა და პა­რი­ზე­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა გა­ზარ­და - 2-0