“აშშ-მა უნდა აირჩიოს: ცეცხლის შეწყვეტა თუ ისრაელის მეშვეობით ომის გაგრძელება, ორივე ერთად ვერ იქნება - ბურთი აშშ-ის მოედანზეა“ - აბას არაღჩი - კვირის პალიტრა

“აშშ-მა უნდა აირჩიოს: ცეცხლის შეწყვეტა თუ ისრაელის მეშვეობით ომის გაგრძელება, ორივე ერთად ვერ იქნება - ბურთი აშშ-ის მოედანზეა“ - აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ახლა ბურთი აშშ-ს მოედანზეა და უნდა აირჩიოს - ცეცხლის შეწყვეტა თუ ისრაელის მეშვეობით ომის გაგრძელება.

მისი თქმით, მსოფლიო ლიბანში "ხოცვა-ჟლეტის მოწმეა".

"ირან-აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები ნათელი და ცალსახაა: აშშ-მ უნდა აირჩიოს - ცეცხლის შეწყვეტა თუ ისრაელის მეშვეობით ომის გაგრძელება, ორივე ერთად ვერ იქნება.

მსოფლიო ლიბანში მომხდარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მოწმეა. ბურთი აშშ-ს მოედანზეა და მსოფლიო აკვირდება, შეასრულებს თუ არა ის თავის ვალდებულებებს", - წერს ის X-ზე.

“ინტერპრესნიუსი“