აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედია: "მცირეწლოვანს თავის, სახის და კიდურების დაზიანებები აღენიშნებოდა" - 4 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ეჭვმიტანილი მისი დეიდაა - კვირის პალიტრა

აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედია: "მცირეწლოვანს თავის, სახის და კიდურების დაზიანებები აღენიშნებოდა" - 4 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ეჭვმიტანილი მისი დეიდაა

გუ­შინ, 8 აპ­რილს ცნო­ბი­ლი გახ­და ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, კერ­ძოდ გულ­რიფ­შის რა­ი­ონ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მხრი­დან სას­ტი­კი მო­პყრო­ბი­სა და ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ თავ­და­პირ­ვე­ლად ინ­ფორ­მა­ცი­ას ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ­მა მაქ­ტი­ნა ჯინ­ჯო­ლი­ამ გა­ავ­რცე­ლა.

"ღრმა მწუ­ხა­რე­ბით მინ­და გაც­ნო­ბოთ ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც ბავ­შვის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, არას­რულ­წლო­ვა­ნი სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მხრი­დან გა­მოვ­ლე­ნი­ლი სას­ტი­კი მო­პყრო­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა“, - ნათ­ქვა­მია ჯინ­ჯო­ლი­ას ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

“აფ­სნიპ­რე­სი“ 4 წლის გო­გო­ნას სას­ტი­კად ცე­მის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს ავ­რცე­ლებს: “2026 წლის 7 აპ­რილს, და­ახ­ლო­ე­ბით 22:50 სა­ათ­ზე, არას­რულ­წლო­ვა­ნი გაბ­რი­ე­ლა ბეს­ლა­ნოვ­ნა ლა­ხი­ნა, და­ბა­დე­ბუ­ლი 2022 წელს, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ა­თავ­სეს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლურ სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში. ბავ­შვს თა­ვის, სა­ხის, ტა­ნის, ზედა და ქვე­და კი­დუ­რე­ბის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2026 წლის 8 აპ­რილს, დი­ლის 4:00 სა­ათ­ზე რეს­პუბ­ლი­კუ­რი ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფოს ექი­მებ­მა გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს.“

განაგრძეთ კითხვა