ვინ არიან ადვოკატები მარიამ ჭყონია და ლაშა ჯანიბეგაშვილი?
ცნობილი ადვოკატების, მარიამ ჭყონიასა და ლაშა ჯანიბეგაშვილის სახელები არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. ისინი გამოირჩევიან გამბედაობითა და რთულ სამართლებრივ პირობებში სწრაფი და ეფექტური გამოსავლის პოვნის უნარით. შესაბამისად, მათ იურიდიულ სფეროშიც დიდი ავტორიტეტი აქვთ და კლიენტებთან კარგი რეპუტაციით სარგებლობენ. გთავაზობთ ინტერვიუს ადვოკატ ლაშა ჯანიბეგაშვილთან.
- ბატონო ლაშა, როგორ დაიწყო თქვენი გზა იურისპრუდენციაში და რა იყო ის გარდამტეხი ფაქტორი, რამაც სამხედრო და სპორტული კარიერის ნაცვლად, ადვოკატის პროფესია აგარჩევინათ?
- იურისპრუდენციით სტუდენტობის პერიოდში დავინტერესდი. ჩემი გზა საკმაოდ სპეციფიკური იყო - დაახლოებით 8 წლის განმავლობაში პროფესიონალი მოკრივე ვიყავი და სარეიტინგო ბრძოლებს ვატარებდი. ასევე, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში არტილერიის ოფიცრობისთვის ვემზადებოდი. თავდაპირველად, ადვოკატობა ჩემი მიზანი არ ყოფილა, თუმცა უსამართლობის მიმართ პროტესტის გრძნობა მუდმივად მქონდა.
დაახლოებით 25 წლის ვიყავი, როდესაც გავიცანი სამართლის დოქტორი, ერთ-ერთი ცნობილი ბანკის ადვოკატი. მან დამარწმუნა, რომ ჩემი უნარ-ჩვევები ამ სფეროში ძალიან ნაყოფიერი იქნებოდა. მასთან ინდივიდუალური მომზადების შემდეგ, ჩავაბარე ადვოკატთა გამოცდა. პროფესიული კვალიფიკაცია ავიმაღლე ისეთ პროფესიონალებთან, როგორებიც არიან ზურაბ როსტიაშვილი და ციცინო ცხვედიანი. უკვე 15 წელია საადვოკატო სფეროში აქტიურ პრაქტიკას ვეწევი.
ამ გზაზე უდიდეს როლს თამაშობს ჩემი მეუღლე, ადვოკატი მარიამ ჭყონია. ადვოკატი მარიამ ჭყონია•ადვოკატი მარიამ ჭყონია
ჩვენ ერთმანეთს 10 წლის წინ დავუკავშირდით. მარიამი სისხლის სამართლის მაგისტრია და 19 წლის ასაკიდან მუშაობს იურიდიულ სფეროში.
ვიმეორებ - ჩემი წარმატებებს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჩემი მეუღლე მარიამ ჭყონია, რომელიც არის უჭკვიანესი, წინდახედული, მცოდნე და ძალიან ბევრ, ერთი შეხედვით, გამოუვალ მდგომარეობაში მაპოვნინა გონივრული გამოსავალი მეც და ჩემს კლიენტებსაც.
ჩვენი ერთობლივი მუშაობა იმდენად საინტერესო და დინამიურია, რომ ხშირად ვხუმრობთ — ჩვენს ისტორიებზე საინტერესო სერიალის გადაღებაც კი შეიძლებაო. სწორედ ამ გამოცდილებით შევქმენით პლატფორმა advocatory.ge.
- თქვენი კარიერის განმავლობაში, რომელმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ იქონია ყველაზე დიდი გავლენა თქვენზე, რომ ავტორიტეტულ ადვოკატად ჩამოყალიბებულიყავით?
თითოეული საქმე ახალი გამოწვევაა. მქონია შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ საქმეზე, ჩემს ბევრად გამოცდილ ამა თუ იმ კოლეგას ხელი ჰქონდთ ჩაქნეული, თუმცა სწორი სტრატეგიით პროცესი ჩვენს სასარგებლოდ შემოგვიბრუნებია.
წლების განმავლობაში ვცდილობდი შემექმნა მებრძოლი, მიზანდასახული და სტრატეგიულად მოაზროვნე ადვოკატის რეპუტაცია. ვთვლი, რომ ეს ხელოვნებაა და თითოეული საქმე ჭადრაკის თამაშივითაა. სამართლებრივი ბრძოლა ჩემთვის ის ადრენალინია, რომელიც მასულდგმულებს და სიცოცხლის ხალისს მმატებს. მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო მოწინააღმდეგესთან "ვალსის ცეკვა" და სასამართლოებში წლობით სიარული, როდესაც შესაძლებელია ადეკვატური და სწორი სამართლებრივი სტრატეგიით პრობლემის მოკლე დროში მოგვარება.
თუ სასამართლო დავები მოწინააღმდეგე მხარისთვის დამაზიანებელი იქნება და ამას ის აშკარად დაინახავს , ეს მიადვილდებს საბოლოო წარმატების მიღწევას. მით უმეტეს, თუ საზღვარგარეთ ვარ....
- თქვენი იურიდიული საქმიანობის პრაქტიკა არაერთ გახმაურებულ საქმეს მოიცავს... აღსანიშნავია, რომ Lasha Janibegashvili/ლაშა ჯანიბეგაშვილი თქვენ მიმოიხილავთ საადვოკატო საქმიანობის კონკრეტულ ქეისებს, რასაც უზარმაზარი დადებითი გამოხმაურება აქვს... შეგიძლიათ გაიხსენოთ შემთხვევა, როცა სწორმა სტრატეგიამ საქმის ბედი რადიკალურად შეცვალა? როგორ უნდა იპოვონ მოქალაქეებმა საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ძლიერი, გამოცდილი და ავტორიტეტული ადვოკატი ?
- ძლიერი ადვოკატი, ძლიერი იურისტი, ლეგენდარული ადვოკატი, სისხლის, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული საქმეების ძლიერი იურისტი... ეს ყველაფერი ზოგადი კონცეფციაა. ვფიქრობ, კონკრეტული საქმეების მიხედვით, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, თუ ვინ არის ძლიერი ადვოკატი...
ჩემი პრაქტიკიდან რამდენიმე საინტერესო საქმე გავიხსენებ...
„სანამ მე დაველაპარაკებოდი, კაცს იჭერდნენ“
ერთ დღეს ნაცნობი მირეკავს და მეუბნება, რომ პოლიციელები აკავებდნენ. მიზეზი იყო შემდეგი - რუს ქალბატონს ავეჯი დაუმზადა, რომელიც თანხასაც არ უხდიდა და არც ავეჯს უბრუნებდა. მეტიც, ამ ქალბატონმა პოლიცია გამოიძახა და ამ ჩემს ნაცნობს სახლში შეჭრას აბრალებდა.
ვუთხარი, რომ ტელეფონი მიწოდებინა რომელიმე პოლიციელისთვის. სამართალდამცავს განვუცხადე - მე ვარ ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი, კარიერა რომ გაიკეთოთ, უდანაშაულო ადამიანს ცხოვრებას უნგრევთ, ეს საქმე სამოქალაქო დავის საგანია, მალე მანდ მოვალ, საქმეს შემოგიტრიალებთ და თქვენს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მოვითხოვ -მეთქი...
5 წუთის შემდეგ წასასვლელად მზად ვიყავი, როდესაც პოლიციის თანამშრომელმა სხვა ნომრიდან დამირეკა და მითხრა - ბატონო ლაშა, თქვენი მოსვლა საჭირო არ არის, პრობლემა მოგვარდაო.
სამართალდამცავებმა მომჩივანს უთხრეს - სასამართლოთი იდავეთ, ეს ჩვენი საქმე არ არისო. არადა, სანამ მე დაველაპარაკებოდი, კაცს იჭერდნენ
„ვუთხარი, 3 დღეს გაძლევთ-მეთქი“
რესტორანში მეუღლესთან ერთად ვიყავი, რა დროსაც უცხო ადამიანი გამესაუბრა. ტიროდა, მეუბნებოდა - თქვენი გულშემატკივარი ვარ, სამსახურიდან მაგდებენ, ახლად დანიშნული ბუღალტერი ვარ და ხელმძღვანელობა უზარმაზარი თანხების გადახდას მთხოვსო. ისიც მითხრა, რომ მე პირველი არ ვარ, ბოლო 6 თვეში ჩემსავით რამდენიმეს ზუსტად ასე მოექცნენო...
ტელეფონი გამოვართვი, 1-წუთიანი ვიდეო ჩავწერე და ვთხოვე, რომ თავისი უფროსისთვის გადაეგზავნა.
ჩანაწერში ვამბობდი - არ ვიცი, ვინ ხართ და რას წარმოადგენთ, არც მაინტერესებს, მაგრამ უსამართლოდ ჩაგრავთ ადამიანს. 3 დღეს გაძლევთ, რომ ეს მოქალაქე სამსახურში აღადგინოთ-მეთქი. აქ მოვუყევი, თუ როგორ გავუწიე ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის დაჩაგრულ ყოფილ თანამშრომელს მაღალი კლასის, ძვირად ღირებული იურიდიული კონსულტაცია. შედეგად, ეს კომპანია 12 მილიონით დავაჯარიმებინე. ვუთხარი, თქვენც იგივე ბედი გელით-მეთქი...
ამ ქალბატონს ვუთხარი - თუ პრობლემა 3 დღის შემდეგ არ მოგვარდებოდა, შემხმიანებოდა. მოგვიანებით, დამირეკა და დიდი მადლობები მიხადა...
„როგორ გადავარჩინეთ 3 მილიონი დოლარის ქონება აუქციონამდე 48 საათით ადრე“
- საკმაოდ ცნობილმა ბათუმელმა ბიზნესმენმა მთხოვა იურიდიული დახმარება. თბილისსა და ბათუმში არსებულ 3 მილიონ დოლარის ღირებულების უძრავ-მოძრავ ქონებას ბანკი უყიდდა მომდევნო კვირის დასაწყისში (რესტორნები, სასტუმრო, რამდენიმე ბინა და მიწები)
დრო ცოტა გვქონდა. საქმეში პარასკევს ჩავერთე და ბანკს გავუგზავნე სასწრაფო წესით მომზადებული მინდობილობა და სტრატეგიული მიმართვის წერილი.
გავიდა ორშაბათი და ბანკმა აუქციონზე უძრავი ქონება არ გაიტანა. სამშაბათს დამიკავშირდა ბანკის წარმომადგენელი და ჩემს კითხვაზე, თუ რატომ არ გაიტანეს ეს ქონება აუქციონზე, მიპასუხა - ბატონო ლაშა, სიმართლე რომ გითხრათ ორშაბათსვე უნდა გაგვეტანა აუქციონზე, მაგრამ თქვენ რომ ჩაერთეთ, უკვე ბევრი რამ შეიცვალაო
კლიენტის მიზანი დროის მოგება იყო და შედეგიც დადგა - სწორედ ამ მიზნით , დავიწყეთ ბანკთან სტრატეგიული დავა და სასამართლო დავის გაჭიანურება...
ეს არის ისტორიული შედეგი, როდესაც ავტორიტეტული ადვოკატი საქმეში სწორი სტრატეგიული გათვლებით ერთვება და ბანკი, რომელსაც 200მდე ადვოკატი ჰყავს, უკან იხევს, მორიგებაზე მოდის და ქონება არ გააქვს აუქციონებზე,.
ბოლო წლებში არაერთ მნიშვნელოვან და რთულ საქმეზე ვმუშაობდი. მაგალითად, 2024 წელს მ##კს საქმეში TBC ბანკთან დავაში მოვახერხეთ შემდეგი შედეგის მიღწევა - ბანკს, რომელსაც უამრავი ადვოკატი ჰყავს, შევუზღუდეთ კერძო სასტუმროს გადაფორმება, რომლის ღირებულებაც მილიონ დოლარზე მეტია. ბანკის მხრიდან ეს გავხადეთ სადავო და დღესაც მიმდინარეობს სასამართლო დავა.
ასევე, უკვე მეორე წელია მიმდინარეობს დავა „ხალიკ ბანკთან“ შელეგიას საქმეზე, სადაც უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენს ორი საცხოვრებელი სახლი — დაახლოებით 200 000 და 800 000 დოლარის ღირებულების. საქმე კვლავ სასამართლოშია და აქტიურად განიხილება.
ზოგადად, ჩვენი იურიდიული პრაქტიკა ხშირად უკავშირდება ყველაზე რთულ და ძვირად ღირებუ; საქმეებს. თუმცა ზოგჯერ ურთულესი პრობლემება შეიძლება ერთი სწორი მოქმედებით ან გონივრულად წარმართული დიპლომატიური მოლაპარაკებითაც მოგვარდეს.
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი გარემოება:ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთი ადამიანი არასდროს დაუკავებიათ და არც ერთი კლიენტი არ გამოუსახლებიათ საცხოვრებელი სახლიდან.
მახსენდება ერთ-ერთი შემთხვევა. კონსულტაციაზე მოვიდა ქალბატონი, რომელსაც უკვე წაგებული ჰქონდა სასამართლო დავები და 5 დღეში გამოსახლება ელოდებოდა. აღსრულება ერთხელ უკვე გადადებული იყო, რაც პრაქტიკაში ნიშნავს, რომ გამოსახლება თითქმის გარდაუვალია. იურისტებისთვის კარგად გასაგებია, რომ ასეთ სიტუაციაში რაიმე გაკეთების შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია.
თუმცა მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარი დამჭირდა ორივე იპოთეკართან. ავუხსენი, ვინ ვიყავი და რა სამართლებრივი პროცესები შეიძლებოდა განვითარებულიყო, თუ საქმეში აქტიურად ჩავერთვებოდი.
საბოლოოდ, პრობლემა მოლაპარაკების გზით მოგვარდა და ქალბატონი აღარ გამოასახლეს. ამ საქმეზე კლიენტის მადლობის ვიდეოც საჯაროდ არის განთავსებული.
ასეთი ისტორიები უამრავი გვაქვს
- რა ტიპის საქმეებზე მუშაობთ თქვენ და თქვენი მეუღლე, ადვოკატი მარიამ ჭყონია? რომელი მიმართულება არის თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო?
ჩვენი პრაქტიკა მრავალფეროვანია:
სამოქალაქო და ქონებრივი დავები;
ბიზნეს და საგადასახადო სამართალი;
სისხლის სამართალი;
ადამიანის უფლებები და სტრასბურგის სასამართლო (ECHR);
ბიზნესდავები;
კომერციულიდავები;
განსაკუთრებით საინტერესოა პრეცედენტული საქმეები. მაგალითად, კოჯორში მდებარე ძვირადღირებულ მიწის ნაკვეთს სტატუსი შეუცვალეს და რეკრეაციულ ზონაში გადაიყვანეს. ფუნქციური დანიშნულება 28 დღეში, სასამართლო დავის გარეშე დავუბრუნეთ, რამაც ქონების ღირებულება ასობით ათასი დოლარით გაზარდა.
ყველა საქმეა საინტერესო ჩვენთვის, თუ რა თქმა უნდა, უდანაშაულო ადამიანების ჩაგვრას არ ეხება.
- არსებობს თუ არა თქვენს კარიერაში ისეთი საქმე, რომელმაც თქვენთვის, როგორც ადვოკატისთვის, განსაკუთრებული ეთიკური ან პროფესიული მნიშვნელობა შეიძინა?
ადვოკატის კარიერაში თითქმის ყველა საქმეს გარკვეული გამოცდილება მოაქვს. თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ისეთი საქმეები, სადაც შედეგი პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის უფლებებზე, როდესაც იურისტს შეუძლია მილიონობით ადამიანს მიაწვდინოს ხმა და დარჩეს ყოველგვარი გავლენისგან თავისუფალი. სწორედ ეს არის ნამდვილი გამარჯვება. ასეთია ჩვენი ბრძოლა სამშენებლო კომპანიებთან თუ სახელმწიფო უწყებებთან, სადაც მოქალაქის ინტერესებს მრავალწლიანი დავების გარეშე ვიცავთ.
- რა პრინციპებზე აგებთ კლიენტებთან ურთიერთობას და რას მიიჩნევთ პროფესიონალი ადვოკატის უმთავრეს მახასიათებლად?
კლიენტთან ურთიერთობა ეფუძნება ნდობას და პასუხისმგებლობას. მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატმა კლიენტს კონკრეტული საქმის პერსპექტივის შესახებ რეალისტური ინფორმაცია მიაწოდოს. პროფესიონალ ადვოკატს გამოარჩევს კომპეტენცია, ეთიკური სტანდარტების დაცვა და კლიენტის ინტერესების უპირობო პრიორიტეტულობა.
- როგორ შეაფასებდით დღეს საქართველოში არსებულ სამართლებრივ გარემოს და რა მიგაჩნიათ სისტემის მთავარ გამოწვევად?
მთავარი გამოწვევა სასამართლო სისტემის ეფექტიანობა და საზოგადოების ნდობის გაძლიერებაა. ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის დაცვა. ჩემი ბრძოლა ადვოკატთა ასოციაციის იძულებითი წევრობის წინააღმდეგ (საქმეები №1424 და №1490) სწორედ ამ თავისუფლების მოპოვებას ემსახურებოდა.
- როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ადვოკატის პროფესია საქართველოში?
პროფესიის განვითარება დიდწილად დამოკიდებულია განათლებაზე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე და პროფესიული სტანდარტების გაძლიერებაზე.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ონლაინ-იურიდიული პლატფორმები და სამართლებრივი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პროცესში. ასევე, მნიშვნელოვანია ევროსასამართლოს პრაქტიკების ცოდნა.
ადვოკატების მიდგომაა შესაცვლელი. საინტერესოა ადვოკატებს შორის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. მეტი ტრენინგები, მეტი კურსებია საჭირო და შესაძლებელი უნდა გახდეს ეთიკის კომისიის წევრების თავგასული ქმედებების კონტროლი. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობა ეთიკის კომისიას ურჩი ადვოკატების დასასჯელად იყენებს.
- რამდენად მნიშვნელოვანია ადვოკატისთვის მუდმივი პროფესიული განვითარება და რა როლი აქვს განათლებას ამ პროცესში?
იურისპრუდენცია მუდმივად ცვალებადი სფეროა. შეიძლება ითქვას, რომ მუდმივი განათლება და საერთაშორისო პრაქტიკის ცოდნა ერთ-ერთი სწორი გზაა მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველსაყოფად. ჩვენი მიზანია, საქართველოშიც დაინერგოს ისეთივე ეფექტური სტანდარტები, როგორიც ამერიკულ თუ ევროპულ ადვოკატურაშია. ვფიქრობ, ყოველდღე უნდა ისწავლო - ყველა საქმე რაღაც ახალს გვასწავლის. ცნობისთვის - საქართველოში საქმეებზე ამერიკელი ადვოკატების სტილით ვმუშაობდი.
დიახ, განათლებას დაპრაქტიკულ გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
- რას ნიშნავს თქვენთვის წარმატება პროფესიულ ცხოვრებაში?
წარმატებაა, როდესაც უამრავ ხალხს უყვარხარ... წარმატებაა, თბილისში, პეკინის გამზირზე, ხალხმრავალ ადგილას მეგობარს რომ ელოდები და ნახევარ საათში ოთხჯერ რომ გაგაჩერებენ ახალგაზრდები და შენთან სელფს გადაიღებენ...
წარმატებაა, როდესაც პოლიციის გამომძიებელი საუბრის დასრულების შემდეგ შენთან სელფს იღებს იმისთვის, რომ შემდეგ შვილს აჩვენოს, რომელიც შენი ფანია.
წარმატებაა, როდესაც საზღვარგარეთ ხარ და დისტანციურად ადამიანს იცავ, რომელსაც სამშენებლო კომპანიამ 2-სართულიანი სახლის გვერდით, ერთ მეტრში, 17 -სართულიანი კორპუსი აუშენა. სახლი 45 000 დოლარი ღირდა, თუმცა მიაღწევ იმას - სამშენებლო კომპანია, რომელიც 5 წლის განმავლობაში არაფერს ყურადღებას რომ არ აქცევდა, საქმეში შენი ჩართვის შემდეგ, ერთ კვირაში შენს კლიენტს მილიონს შესთავაზებს. სამშენებელო კომპანია პირდაპირ გეუბნება, რომ ეს შეთავაზება შენმა ჩართულობამ განაპირობა, რადგან სხვანაირად არ უღირთ - დაბალი კოეფიციენტებია და ორსართულიან შენობაზე მაღალი ვერ აშენდება.
სწორედ ეს არის წარმატება - კლიენტის უფლებების რეალური დაცვაა.
წარმატებაა, როდესაც შენი ვინაობის გაგების შემდეგ, მოწინააღდეგეები ბრძოლის ველიდან გარბიან.
წარმატებაა, როდესაც შენს წინააღმდეგ მინიმუმ 9ადვოკატი აჰყავთ.
გასაოცარი შედეგია, როდესაც საწარმოში დასახიჩრებულ მუშას იცავ, იმ საწარმოს რამდენიმე მილიონის ღირებულების 6 უძრავ ქონებას რომ დაუყადაღებ და საქმეს რეზონანსულს გახდი.
- რა გეგმები გაქვთ უახლოეს წლებში?
- სამომავლოდ საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გეგმები გვაქვს. განვაგრძობთ პლატფორმის https://advocatory.ge განვითარებას, რომელიც მიზნად ისახავს ძლიერი იურისტებისა და კლიენტების ერთმანეთთან დაკავშირებას, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე.
პარალელურად ვითარდება ჩვენი ციფრული ეკოსისტემა – სოციალური პლატფორმები ლაშა ჯანიბეგაშვილი/Lasha Janibegashvili, რომელთა წევრიც უკვე მილიონობით ადამიანია. ეს ქმნის პროფესიული ცნობადობის ძლიერ პლატფორმას.
მაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორთან. ჩემი ხედვა საკმაოდ საინტერესოა... მომიტანეთ რუკა და ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ქალაქში იურიდიულ კომპანიას უმოკლეს ვადებში ცნობად და კონკურენტუნარიან ბრენდად ვაქცევ
საქართველოს იურიდიულ ბაზარზე, ბევრი კლიენტისთვის მარიამ ჭყონია და ლაშა ჯანიბეგაშვილი სწორედ ის ძლიერი ადვოკატები და იურისტები არიან, რომლებიც რთულ სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებს სწორ და ჭკვიან სტრატეგიაზე დაყრდნობით აგვარებენ.
დღეს უკვე შესაძლებელია საქმის წარმოება დისტანციური მართვის მოდელითაც. გარკვეულ საქმეებზე ვმუშაობ პარტნიორ ადვოკატებთან თანამშრომლობით, რომლის დროსაც, პროცესები მიმდინარეობს ჩემი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ.
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ემიგრაციაში ვიმყოფებით, ჩვენი ხმა მილიონობით ადამიანამდე აღწევს.
სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა გაგრძელდება საერთაშორისო მასშტაბით... დანარჩენზე ამ ეტაპზე აღარ ვისაუბრებ.
(R)