"სწორედ ის თინათინია, რომელიც სტურუას სამყაროს სჭირდებოდა" - რა არის ცნობილი მსახიობ ქეთი სვანიძეზე, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა - კვირის პალიტრა

"სწორედ ის თინათინია, რომელიც სტურუას სამყაროს სჭირდებოდა" - რა არის ცნობილი მსახიობ ქეთი სვანიძეზე, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა

რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნულ თე­ატ­რში ნამ­დვი­ლი კულ­ტუ­რუ­ლი აფეთ­ქე­ბა მოხ­და. რო­ბერტ სტუ­რუ­ამ მა­ყუ­რე­ბელს შოთა რუს­თა­ვე­ლის გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­მის სა­კუ­თა­რი ხედ­ვა - "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი" წა­რუდ­გი­ნა.

თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლურ აღი­ა­რე­ბას­თან ერ­თად, სპექ­ტაკლს სკან­და­ლუ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მოჰ­ყვა - გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში თი­ნა­თი­ნის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ქეთი სვა­ნი­ძე მო­ექ­ცა.

2fc41d7b-65fe-474b-a1a3-a7e1db8306b8-45607-1775725980.jpg

იღ­ბა­ლი, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბა­ში და­ი­წყო

ქეთი სვა­ნი­ძე სა­კუ­თარ თავს "იღ­ბლი­ანს" უწო­დებს, თუმ­ცა ამ იღ­ბლის მიღ­მა დიდი შრო­მა და ბავ­შვო­ბი­დან გან­სა­ზღვრუ­ლი გზა დგას. მისი შე­ხე­ბა დიდ ხე­ლოვ­ნე­ბას­თან ჯერ კი­დევ მა­შინ და­ი­წყო, როცა ოპე­რის თე­ატ­რის ბავ­შვთა გუნდში მღე­რო­და და ლე­გენ­და­რულ ჯან­სუღ კა­ხი­ძეს­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ „ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ მისი და რო­ბერტ სტუ­რუ­ას პირ­ვე­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ არის - ქეთი ჯერ კი­დევ პა­ტა­რა იყო, როცა მა­ესტრომ ოპე­რის თე­ატ­რში დად­გმულ „კარ­მენ­ში“ ათა­მა­შა.

"მა­შინ ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი, რამ­დე­ნად დიდ ადა­მი­ა­ნებ­თან მქონ­და შე­ხე­ბა, თუმ­ცა ამან ჩემი ცხოვ­რე­ბა გან­სა­ზღვრა. რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბო­ბა ჩემი დიდი ოც­ნე­ბა იყო, რომ­ლი­საც მრცხვე­ნო­და კი­დეც, რად­გან წარ­მო­უდ­გენ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბო­და,“ - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

განაგრძეთ კითხვა