დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ არ გამორიცხა, რომ საპატრიარქომ ხელისუფლების წინაშე პატიმრების გათავისუფლების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენოს - კვირის პალიტრა

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ არ გამორიცხა, რომ საპატრიარქომ ხელისუფლების წინაშე პატიმრების გათავისუფლების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენოს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ არ გამორიცხა, რომ საპატრიარქომ ხელისუფლების წინაშე პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენოს.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ადამიანური ამბავია, რომ „პატიმრებს რამენაირად გამოესარჩლონ“.

„არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბრები ამაზე. ახლა უბრალოდ გესმით, ასეთი დღეებია. წინ გვაქვს სინოდი ჩასატარებელი, გვაქვს გაფართოებული კრება ჩასატარებელი, ამიტომ ძალიან დიდი რესურსი მიაქვს ამისთვის მზადებას, ამიტომ ახლა ზუსტად ვერ გეტყვით.

ეს ხალხი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან, ბევრი მათგანის ოჯახი მრევლია, ურთიერთობა გვაქვს, უბრალოდ, ჩვეულებრივი ადამიანური ამბავია, რომ მათ გამოვესარჩლოთ როგორღაც.

შვიდგზის სამოცდაათჯერ შეიძლება ერთი და იმავე რამეზე ვითხოვოთ და თუ ვითხოვთ შეიძლება განგვეღოს.“- განაცხადა დეკანოზმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა