"ჩვენი თითი სასხლეტზე რჩება...ირანი თავის ლიბანელ ძმებსა და დებს არასდროს მიატოვებს" - ირანის პრეზიდენტი - კვირის პალიტრა

"ჩვენი თითი სასხლეტზე რჩება...ირანი თავის ლიბანელ ძმებსა და დებს არასდროს მიატოვებს" - ირანის პრეზიდენტი

ირანი თავის ლიბანელ ძმებსა და დებს არასდროს მიატოვებს, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„სიონისტური რეჟიმის მიერ ლიბანის წინააღმდეგ განხორციელებული ხელახალი აგრესია თავდაპირველი შეთანხმების აშკარა დარღვევას წარმოადგენს და სახიფათო ნიშანია მოტყუებისა და პოტენციური შეთანხმებების მიმართ ერთგულების ნაკლებობის. აღნიშნული აგრესიის გაგრძელება მოლაპარაკებებს აზრს დაუკარგავს. ჩვენი თითი სასხლეტზე რჩება“, - წერს ირანის პრეზიდენტი.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა