ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითადმოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"