"10 წლის ასაკიდან ვმეგობრობთ! ის არის აფხაზეთიდან, გაგრიდან! ეს ის წლებია, მე და ქეთის მამები აფხაზეთის ომის მსხვერპლნი რომ გახდნენ და ობლობაც გვაკავშირებდა!" - რას წერს გიორგი გასვიანი? - კვირის პალიტრა

"10 წლის ასაკიდან ვმეგობრობთ! ის არის აფხაზეთიდან, გაგრიდან! ეს ის წლებია, მე და ქეთის მამები აფხაზეთის ომის მსხვერპლნი რომ გახდნენ და ობლობაც გვაკავშირებდა!" - რას წერს გიორგი გასვიანი?

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი რობერტ სტურუას სპექტაკლის - "ვეფხისტყაოსნის" გმირ "თინათინს" სოლიდარობას უცხადებს და წერს:

"ქეთი სვანიძე არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, 10 წლის ასაკიდან ვმეგობრობთ! ის არის აფხაზეთიდან, გაგრიდან! ეს ის წლებია, მე და ქეთის მამები აფხაზეთის ომის მსხვერპლნი რომ გახდნენ და ობლობაც გვაკავშირებდა! ბავშვობიდან უნიჭიერესი და საამაყო იყო! უკრავდა საკრავებზე, კლასიკური ვოკალს სწავლობდა! ჩვენ ვიყავით სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ნორჩი მსახიობები! ცეკვავდა ერისიონში და ბევრი სხვა მრავალი ნიჭიერებით გამოირჩეოდა... ერთად ვთამაშობდით სპექტაკლებში! ეს ყველაფერი დედამისის, ქალბატონ ესმა მიქელაძის დამსახურებაა, ახალგაზრდა ქვრივი ქალის, რომელმაც 90-იან წლებში ყველა ენერგია ქეთის ვარსკვლავად გაზრდას შეალია! ქეთი - საოცრად ითამაშე თინათინი! ქეთი - წინ ბევრი წარმატება გელოდება! საუკეთესო ოჯახი ჰყავს დღეს! მეუღლე და შვილი" - წერს გიორგი გასვიანი.