"ჩემი შვილი სცენაზე რომ დავინახე, მივხვდი, ღმერთს როგორ ვუყვარვარ" -ქალი, რომელიც 47 წელია, ქრისტეს დატირებას გალობს: ნაირა ნაჩხატაშვილის "სახალხო ინტერვიუ" - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი სცენაზე რომ დავინახე, მივხვდი, ღმერთს როგორ ვუყვარვარ" -ქალი, რომელიც 47 წელია, ქრისტეს დატირებას გალობს: ნაირა ნაჩხატაშვილის "სახალხო ინტერვიუ"

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს" მო­რი­გი სტუ­მა­რია მგა­ლო­ბე­ლი, ქრის­ტეს დამ­ტი­რე­ბე­ლი ნა­ი­რა ნა­ჩხა­ტაშ­ვი­ლი. მან მის­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უ­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებს, ხოლო "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს" სრუ­ლი ვერ­სი­ის ნახ­ვას კი მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე შეძ­ლებთ.

და­ვი­თი:

- რა არის თქვენ­თვის გა­ლო­ბა? ყვე­ლას შე­უძ­ლია მისი სწავ­ლა?

- მგა­ლო­ბე­ლი ვარ უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია. სპე­ცი­ა­ლო­ბით გუნ­დის დი­რი­ჟო­რი გახ­ლა­ვართ. სა­დი­რი­ჟო­რო და ვო­კა­ლუ­რი ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. ჩემ­თვის გა­ლო­ბა ძა­ლი­ან დიდი გან­ძია. ის ადა­მი­ანს მე­ტად აახ­ლო­ებს ღმერ­თთან. იგი­ვე მე­და­ვით­ნე­ე­ბი ლოც­ვას სხვა სი­მაღ­ლე­ზე აჰ­ყავს... გა­ლო­ბა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თა­ვი­სი ლა­მა­ზი ჰან­გე­ბით უფალს უკავ­შირ­დე­ბა. გა­ლო­ბის სწავ­ლას, ადა­მი­ა­ნი თუ მო­ინ­დო­მებს, ალ­ბათ შეძ­ლებს. აქ ერთი ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა - სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­ლო­ბა რომ და­ვი­წყე, იქ ერთ სტი­ქა­რო­სანს ვას­წავ­ლით, მაგ­რამ სმე­ნა სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და. ამ­ბობ­და, ისე­თი რწმე­ნით გა­დავ­წყვი­ტე გა­ლო­ბას და­ვე­უფ­ლო, რომ შევ­ძლე­ბო. წლე­ბი გა­ვი­და და ვხე­დავ, რომ მშვე­ნივ­რად გა­ლობს. ტო­ნა­ლო­ბა­ში ჯდე­ბა და აღარ ეშ­ლე­ბა. ამას­თან, დი­აკ­ვა­ნი გახ­და და მერე მღვდე­ლიც. თა­ვი­დან ხომ გე­უბ­ნე­ბით, ცოტა გვე­ღი­მე­ბო­და კი­დეც, ასე უს­მე­ნოდ რა­ნა­ი­რად ის­წავ­ლის-თქო. მაგ­რამ შეძ­ლო, უნ­დო­და და შეძ­ლო. ასე რომ, ყვე­ლას შე­გიძ­ლი­ათ შე­ის­წავ­ლოთ...

ანი:

- რო­გორ ემ­ზა­დე­ბით ყო­ველ წი­თელ პა­რას­კევს, რომ „ქრის­ტეს და­ტი­რე­ბა“ იგა­ლო­ბოთ? რო­გო­რი გან­წყო­ბა გაქვთ წინა დღე­ებ­ში?

- წი­თელ პა­რას­კევს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მთე­ლი ქვე­ყა­ნა ელო­დე­ბა და­ვე­ლო­დე­ბი მეც. ვიცი, რომ უნდა ვი­გა­ლო­ბო და მივ­ყვე­ბი თი­თო­ე­ულ დღეს - რა ხდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო დღე­ებს, ვნე­ბის კვი­რას რა­საკ­ვირ­ვე­ლია ადა­მი­ა­ნი მე­ტად გა­ნიც­დის. ქრის­ტეს და­ტი­რე­ბა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ვი­ღაც შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ პირ­ვე­ლად შე­მო­დის ტა­ძარ­ში და ისე უნდა იგა­ლო­ბო, რომ ტა­ძარ­ში დარ­ჩეს. მე კი­დევ ჩემი გა­ლო­ბით ვგა­ლობ და ვგა­ლობ.

ბესო:

- რა ის­ტო­რია თუ ამ­ბა­ვი უძღვის იმას, რომ ყო­ველ წი­თელ პა­რას­კევს ქრის­ტეს დამ­ტი­რე­ბე­ლი გახ­დით?

- უწ­მინ­დე­სი პატ­რი­არ­ქად რომ აკურ­თხეს და რომ მობ­რძან­და, კო­მუ­ნის­ტუ­რი წყო­ბა იყო. ხალ­ხი იშ­ვი­ა­თად და­დი­ო­და ტა­ძარ­ში. შუ­ა­ღა­მი­სას უნდა შე­სუ­ლიყ­ვნენ იქ, ან დი­ლით. უმე­ტე­სად მა­ინც პენ­სი­ო­ნე­რე­ბი და­დი­ოდ­ნენ, რო­მელ­საც ვერ­სა­ი­დან ვერ გა­აგ­დებ­დნენ. ახალ პატ­რი­არ­ქს ილია II-ეს დიდი სურ­ვი­ლი ჰქონ­და, რომ ხალ­ხი მო­ე­ზი­და. უნ­დო­და, რომ ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი მორ­წმუ­ნე გამ­ხდა­რი­ყო და ტა­ძა­რი ხალ­ხით ავ­სე­ბუ­ლი­ყო. ამი­ტომ მო­ი­სურ­ვა, ყო­ველ­დღი­ურ წირ­ვა­ზე გუნდს ეგა­ლო­ბა... გუნ­დის შეკ­რე­ბა და­ი­წყო. მე რომ მო­მის­მი­ნა, მო­ვე­წო­ნე. მერე რომ გა­და­წყვი­ტეს, ქრის­ტეს და­ტი­რე­ბა და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის ტექ­სტზე „მოთ­ქმა ხმი­თა თავ­ბო­ლო ერთი“ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ეს მე მო­მან­დეს. თუმ­ცა მა­ნამ­დე კომ­პო­ზი­ტო­რებს და­ე­ვა­ლათ, მუ­სი­კა შექ­მნი­ლი­ყო... ერთხე­ლაც პატ­რი­არ­ქმა რა­ტომ­ღაც მკი­თხა, - ნა­ი­რა, აბა, რას იტყვი, რა აზრი გაქ­ვსო? თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, ყვე­ლა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი მუ­სი­კაა, კარ­გია, მაგ­რამ ტა­ძარ­ში უნდა გა­ის­მას და აქ მგო­ნია, რომ ქრის­ტეს და­ტი­რე­ბა ისე უნდა შეს­რულ­დეს, რო­გორც დედა და­ი­ტი­რებს შვილს, ყვე­ლას­თვის მი­საწ­ვდო­მი ხომ უნდა იყოს-მეთ­ქი?! აბა, რო­გო­რო? და რომ და­ვი­წყე გა­ლო­ბა, მო­ე­წო­ნა. მი­თხრა, ჰო, ეგ არის, ეგა, რა­საც იგა­ლო­ბებ და უკვე 47 წე­ლია, ამ სა­გა­ლო­ბელს ვგა­ლობ.

განაგრძეთ კითხვა