როგორ იქმნებოდა და ვინ არიან "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟთა პროტოტიპები მიხაი ზიჩის ილუსტრაციებში - რა დაუმალეს ქართველ მკითხველს უნგრელი მხატვრის ბიოგრაფებმა?
რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას მიერ "ვეფხისტყაოსნის" სკანდალად ქცეული დადგმის შემდეგ, გადავწყვიტეთ გაგვეხსენებინა, რუსთაველის უკვდავი პოემის ნაბეჭდი, პირველი ილუსტრირებული გამოცემა, რომელმაც საქართველოს კულტურას სამუდამოდ დაუკავშირა უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი, რომლის შემოქმედებაც ამ ილუსტრაციების მიღმა საკმაოდ "სკანდალური" აღმოჩნდა, ოღონდ ამაზე ცოტა მოგვიანებით...
"ვეფხისტყაოსნის" ზემოთ ნახსენები გამოცემა ეკუთვნის გიორგი ქართველიშვილს.
გიორგი ქართველიშვილი
მის მიერ 1888 წელს გამოცემული პოემა დაასურათა მიხეილ (მიხაი) ალექსანდრეს ძე ზიჩიმ. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ კიდევ 1881 წელს შედგა "ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისია იონა მეუნარგიას თაოსნობით. კომისიაში მონაწილეობდნენ დიდი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გრიგოლ ორბელიანი, რაფიელ ერისთავი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაჩაბელი პეტრე უმიკაშვილი და სხვები.
"ვეფხისტყაოსნის ქართველიშვილისეულ" გამოცემას აქვს გამომცემლობის საინტერესო მინაწერი:
"სურათების დახატვა ამ ტექსტისათვის იკისრა უსასყიდლოდ გამოჩენილმა მხატვარმა ზიჩიმ, რომელსაც ამ დავალებისთვის უსაზღვრო მადლობას ვუძღვნით. ზიჩის ხელით დახატულიდან ფოტო ცინკოგრაფიით ვენაში ანგერერმა გადაიღო, ფერადებიანი სურათი გაკეთებულია პეტერბურგს ბრეზეს ქსომოლითოგრაფიაში, არშიები, სათაური, ასოები და საბოლოები შეადგინა გრიგოლ ტატიშვილმა და ამოჭრეს პეტერბურგში ლემანმა და მეიმ. მხატვრობა ამ მორთულობისათვის გადმოღებულია ძველის მწერლობიდან და საქართველოს ციხე ეკლესიებიდან".
ვინ იყო მიხაი ზიჩი?მიხაი ზიჩი (1827-1906) იყო გამოჩენილი უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის იმპერატორის კარის მხატვრად მსახურობდა. ის ცნობილი იყო თავისი საოცარი ოსტატობით, დეტალებისადმი ყურადღებითა და დრამატული კომპოზიციებით.
მიხაი ზიჩი
მისი კავშირი საქართველოსთან 1880-იან წლებში დაიწყო, როდესაც ქართველმა საზოგადო მოღვაწეებმა გადაწყვიტეს "ვეფხისტყაოსნის" ახალი, მდიდრული გამოცემის მომზადება.
"ვეფხისტყაოსნის" დასურათების ისტორია1881 წელს თბილისში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც პოემის ტექსტის დადგენა და მისი ილუსტრირება ევალებოდა. კომისიამ არჩევანი მიხაი ზიჩზე შეაჩერა.
მხატვარი საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით მიუდგა. გააგრძელეთ კითხვა