როგორ ეხმაურება მარიამ კუბლაშვილი მეუღლის, ლევან ხურციას როლისა და სტურუას სპექტაკლის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს?
მარიამ კუბლაშვილი მეუღლის, ლევან ხურციას როლისა და სტურუას სპექტაკლის კრიტიკოსებს პასუხობს.
"ვკითხულობ შეფასებებს ვეფხისტყაოსნის ახალი სცენური ინტერპრეტაციის შესახებ.ყველაზე ხმამაღალი დასკვნები მოდის მათგან, ვისაც სპექტაკლი სრულად არ უნახავს.ჩემი სუბიექტური აზრით, თეატრი არ არის ტექსტის დეკორატიული გამეორება. თეატრი არის ინტერპრეტაციის სივრცე, სადაც კლასიკა ან ცოცხლდება, ან მუზეუმად იქცევა. იგი შეიძლება მოგეწონოს ან პირიქით, ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელიცაა. სიძულვილის ენა და სალანძღავი სიტყვები კი მაინც
მაოცებს.რუსთაველის ტექსტი არის ძველი ენის და უაღრესად პოეტურად შეფუთული,რაც ნიშნავს, რომ ის, რაც დღეს პირდაპირ ითქმებოდა, იქ ალეგორიებითა და მინიშნებებით არის გადმოცემული.ამ სივრცეში ძალაუფლება და სიყვარული პარალელურად კი არ არსებობს - ისინი ერთმანეთშია გადაზრდილი. თინათინი სწორედ ამ ერთიანობის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ინტელექტუალური სახეა: მეფე, რომელიც ბრძანებს და ქალი, რომელიც გრძნობს. ძალა და სიყვარული აქ არა
კონფლიქტში, არამედ ბუნებრივ თანაარსებობაშია. და ეს არ არის თანამედროვე რეჟისორის „დამატება“ ,ეს არის ის, რაც ტექსტშია, უბრალოდ ყოველთვის ასე აშკარად არ გვინახავს.პოემაში სიყვარული არასოდეს არის მხოლოდ აბსტრაქტული და სულიერი.ეს არის ძლიერი განცდა, რომელიც გმირს ამოძრავებს, ტანჯავს, აიძულებს მოქმედებას. ზოგჯერ ის იმდენად ძლიერია, რომ ფიზიკურ ტკივილსაც უტოლდება.სწორედ ეს გრძნობის სიღრმე დავინახე რობერტ სტურუას გადაწყვეტაში. და ვინც ამ ენას მხოლოდ ზედაპირული აღქმით კითხულობს, ვფიქრობ, ტექსტის მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს.ამ კონტექსტში, ეს სცენური გადაწყვეტა ჩემთვის არ არის