ხანგრძლივი განშორების შემდეგ ირაკლი ფირცხალავა ყოფილ ცოლს დაუბრუნდა - "კიდევ ერთი მცდელობაა..."
მომღერალი ირაკლი ფირცხალავა 12 წლის შემდეგ ყოფილ მეუღლეს, სოფია გრებენშჩიკოვას დაუბრუნდა და მასთან ერთად რეალითი შოუში „ფსონი სიყვარულზე“ გამოჩნდა. წყვილი 2009 წელს დაქორწინდა და ორი ვაჟი (15 წლის ილია და 13 წლის ალექსანდრე) შეეძინათ, თუმცა 2014 წელს დაშორება გადაწყვიტეს. ახლა კი ცდილობენ, ყველაფერი თავიდან დაიწყონ.

„რეალითი შოუში მონაწილეობა იმის გააზრების მცდელობაა, აქვს თუ არა ჩვენს ურთიერთობას მომავალი, თუ დროა, ყველაფერი დავასრულოთ“, - აღიარეს ყოფილმა მეუღლეებმა.