„ქოცების“ მოსვლის შემდეგ დანიშნულმა კბილაშვილმა ვერ გარისკა, ჩემ წინააღმდეგ დაუსაბუთებელი ბრალის წარდგენა და ის მოხსნეს, შემდეგ მოსკოვის მითითებით დანიშნეს ფარცხალაძე და მან შეთითხნა ბრალი“ - მიხეილ სააკაშვილი - კვირის პალიტრა

„ქოცების“ მოსვლის შემდეგ დანიშნულმა კბილაშვილმა ვერ გარისკა, ჩემ წინააღმდეგ დაუსაბუთებელი ბრალის წარდგენა და ის მოხსნეს, შემდეგ მოსკოვის მითითებით დანიშნეს ფარცხალაძე და მან შეთითხნა ბრალი“ - მიხეილ სააკაშვილი

სწორედ ფარცხალაძემ შეთითხნა ბრალი ჩემ წინააღმდეგ. მისი დაწერილი „საქმით” მასამართლებენ დღემდე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, “პიჯაკების” და “7 ნოემბრის” საქმეზე, ოფიციალური საბრალდებო დასკვნა, ოფიციალურად ხელმოწერილია მაშინდელი მთავარი პროკურორის, ფარცხალაძის მიერ“.

„დამოუკიდებელმა არხებმა მშვენივრად გააშუქეს ჩემი “სასამართლო” პროცესი. გამოჩნდა სახე მათი, ვინც რამეს მაბრალებს, ვინც ჩვენებას იძლევა და გადაწყვეტილება ვისაც გამოაქვს, კი იცით. თუმცა იყო ერთი ხარვეზი - ორივე ძირითადი არხი იმეორებდა “მიხეილ სააკაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ ბრალი რომანოვ-ფარცხალაძის დაწერილია”. ჩემი თქმით, კი არა მეგობრებო, “პიჯაკების” და “7 ნოემბრის” საქმეზე, ოფიციალური საბრალდებო დასკვნა, დიახაც, რომ ოფიციალურად ხელმოწერილია მაშინდელი მთავარი პროკურორის, ფარცხალაძის მიერ.

“ინტერპრესნიუსი“