თბილიდან სოფელში გადასახლებული გოგოს ამბავი: როგორ შეიქმნა "ქეთოს ფერმა" - კვირის პალიტრა

თბილიდან სოფელში გადასახლებული გოგოს ამბავი: როგორ შეიქმნა "ქეთოს ფერმა"

"ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ბუ­ნებ­რი­ვი სა­ფუ­ა­რით და­ვი­წყე პუ­რის ცხო­ბა და შემ­დეგ ისევ ჩემი გა­მომ­წე­რე­ბის­გან გაჩ­ნდა იდეა, ბუ­ნებ­რივ სა­ფუ­არს ხომ არ გავ­ყიდ­დი. ეს იდეა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი არ იყო. პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი, ვინც ბუ­ნებ­რი­ვი სა­ფუ­ა­რის გა­ყიდ­ვა და­ი­წყო" - ამ­ბობს ქე­თე­ვან ცა­ლუ­ღე­ლაშ­ვი­ლი. ის და მისი მე­უღ­ლე ნიკა გი­გა­უ­რი თი­ა­ნეთ­ში ცხოვ­რო­ბენ და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მთე­ლი ძა­ლე­ბით არი­ან ჩარ­თუ­ლი...

- სო­ფელ­თან ბავ­შვო­ბი­დან შე­ხე­ბა მქონ­და, ოღონდ მხო­ლოდ და­სას­ვე­ნებ­ლად. დე­დას ნა­თე­სა­ვებს ჰქონ­დათ სო­ფე­ლი სიღ­ნა­ღის რა­ი­ონ­ში, სა­დაც სკო­ლის არ­და­დე­გებ­ზე ცოტა ხნით ჩავ­დი­ო­დით. როცა წა­მო­ვი­ზარ­დე, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ვა­ხერ­ხებ­დი ჩას­ვლას და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად სოფ­ლის გა­რე­შე გა­ვი­ზარ­დე... ჩვენს ოჯახ­ში სულ ვოც­ნე­ბობ­დით, სო­ფე­ლი გვქო­ნო­და. სულ ვგეგ­მავ­დით, სო­ფელ­ში მი­წის ნაკ­ვე­თი მა­ინც შეგ­ვე­ძი­ნა და პა­ტა­რა სახ­ლი აგ­ვე­შე­ნე­ბი­ნა, სა­კუ­თა­რი მე­ურ­ნე­ო­ბა გვქო­ნო­და. სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა­ზე არა­სო­დეს გვი­ფიქ­რია, ამა­ზე არც მე ვფიქ­რობ­დი, უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და, სად­მე მიწა, ჩემი სა­კუ­თა­რი კუ­თხე-კუნ­ჭუ­ლი მქო­ნო­და.

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდით თი­ა­ნეთ­ში?

- ეს დიდი ის­ტო­რი­აა: რად­გან წა­სას­ვლე­ლი და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი არ­სად გვქონ­და, მე­გობ­რე­ბი თა­ვი­ანთ სოფ­ლებ­ში გვპა­ტი­ჟებ­დნენ, უფრო და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ერთ ზა­ფხულს მე­გო­ბარ­მა მე და ჩემი და ხონ­ში წაგ­ვიყ­ვა­ნა და­სას­ვე­ნებ­ლად, დედა მე­გო­ბარ­მა ყაზ­ბეგ­ში და­პა­ტი­ჟა, მამა მარ­ტო იყო იმ დროს თბი­ლის­ში და მერე ჰყვე­ბო­და, დავ­ფიქ­რდი და ნერ­ვე­ბი მეშ­ლე­ბო­და, ბავ­შვე­ბი სად გა­ვუშ­ვი, თბი­ლის­ში ორ­მოც­და­ხუ­თი გრა­დუ­სი სი­ცხეა და ხონ­ში ორ­მოც­და­ო­რიო... ამით იმას გა­უს­ვა ხაზი, რომ ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, წი­ნაპ­რე­ბის­გან სო­ფე­ლი რომ არ დარ­ჩა... მა­მამ იმ ღა­მეს­ვე თურ­მე, სა­იტ­ზე „ სი­ტყვა და საქ­მე“ თი­ა­ნე­თი მი­უ­თი­თა, მი­წის ნაკ­ვე­თის ფა­სე­ბი რომ გა­ე­გო. ერ­თა­დერ­თი გან­ცხა­დე­ბა ამო­აგ­დო, სო­ფელ ზა­რი­ძე­ებ­ში იყი­დე­ბო­და ნაკ­ვე­თიო... სწო­რედ ამ სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­დნენ მა­მას წი­ნაპ­რე­ბი, მისი ბებო და პაპა. მი­წის ნაკ­ვე­თი ძა­ლი­ან კარგ ად­გი­ლას, რე­კორ­დუ­ლად და­ბალ ფა­სად. იმ სა­ღა­მოს მა­მამ დაგ­ვი­რე­კა, ძა­ლი­ან კარ­გი ნაკ­ვე­თი ვნა­ხე, ყიდ­ვა ხომ არ გავ­ბე­დო­თო. მა­შინ ჯერ კი­დევ თბი­ლი­სის ბი­ნის რე­მონ­ტის სეს­ხე­ბი გვქონ­და და ნაკ­ვე­თის ყიდ­ვას ვერ გან­ვი­ხი­ლავ­დით.

pxl-20240922-070444821-35908-1775820560.jpg

ბო­ლოს გა­დავ­წყვი­ტეთ, გაგ­ვე­ბე­და, ყვე­ლამ ერ­თმა­ნეთს მხა­რი ავუ­ბით და მა­მამ სწრა­ფი სეს­ხი აიღო კვლავ. მე­ო­რე დღეს ნახა მი­წის ნაკ­ვე­თი და მე­სა­მე დღეს იყი­და. ორი­ა­თასს ორა­სი კვად­რა­ტუ­ლი ათი ათა­სი ლარი ღირ­და, ამ­დე­ნად სიმ­ბო­ლურ ფა­სად ნაკ­ვე­თი 2017 წელს შე­ვი­ძი­ნეთ. რო­დე­საც ნაკ­ვე­თი ვი­ყი­დეთ და სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას შე­ვუ­დე­ქით, ჩვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, ყვე­ლა­ნი გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ვი­საც რო­გორ შე­ეძ­ლო. მთე­ლი ოჯა­ხი ფი­ზი­კუ­რად ვშრო­მობ­დით, ქა­ლე­ბი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის გა­და­ტა­ნა­შიც კი ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვით. მე­ზობ­ლე­ბი თურ­მე გა­ო­ცე­ბას ვერ მა­ლავ­დნენ, თბი­ლი­სე­ლი ხალ­ხი რო­გორ თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მო­ბე­ნო. პირ­ვე­ლი­ვე წელს ბა­ღჩა გა­ვა­კე­თეთ, სხვა­დას­ხვა ბოსტნე­უ­ლი დავ­თე­სეთ, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და მოვ­ლი­ლი ეზო გვქონ­და. ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბიც რომ მო­დი­ოდ­ნენ და გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ერთხელ ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა დიდი სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, მი­წის ნაკ­ვე­თი მა­საც შე­ე­ძი­ნა. ვი­ნა­ი­დან თი­ა­ნე­თი თბი­ლის­თან ახ­ლოს არის, მა­ღალმთი­ა­ნია, თან მწვა­ნე სტა­ტუ­სი აქვს, იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია და ამი­ტო­მაც მო­უნ­და, აქ მა­საც ჰქო­ნო­და სა­კუ­თა­რი კუ­თხე.

განაგრძეთ კითხვა