აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა კატეგორიულად უარყო ნებისმიერი კავშირი ჯეფრი ეპშტეინთან
აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა კატეგორიულად უარყო ნებისმიერი კავშირი ჯეფრი ეპშტეინთან და განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ხუთშაბათს გაკეთებულ მოულოდნელ განცხადებაში, მელანიამ ხელისუფლებას მოუწოდა ოფიციალურად განიხილოს ეს საქმე, მოისმინოს მსხვერპლთა ჩვენებები და უფრო დეტალურად გამოიძიოს მომხდარი.
გაურკვეველია, რა გახდა განცხადების გაკეთების მიზეზი.
მელანია ტრამპის თქმით, ის ეპშტეინს მხოლოდ ერთხელ, 2000 წელს შეხვდა, თუმცა მისი დანაშაულების შესახებ არაფერი იცოდა.
„მე არასდროს მქონია ინფორმაცია ეპშტეინის მიერ ჩადენილი ძალადობის შესახებ“, - თქვა მან.
პირველმა ლედიმ ასევე განაცხადა, რომ არ იცნობდა ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული ერთ-ერთ მთავარ ფიგურას, გილეინ მაქსველს.