დიდი შაბათი - რა უნდა იცოდეთ ამ დღის შესახებ - კვირის პალიტრა

დიდი შაბათი - რა უნდა იცოდეთ ამ დღის შესახებ

დიდი შა­ბა­თის ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა იესო ქრის­ტეს ხორ­ცით საფ­ლავ­ში, სუ­ლით კი ჯო­ჯო­ხეთ­ში ჩას­ვლას და, ბო­ლოს, მა­ცხოვ­რის მკვდრე­თით აღ­დგო­მას ეძღვნე­ბა. ცის­კარ­ზე მღვდელმსა­ხუ­რე­ბი "წმინ­დაო ღმერ­თოს" გა­ლო­ბით გარ­და­მოხ­სნას ტაძ­რი­დან გა­მო­აბ­რძა­ნე­ბენ და ნიშ­ნად იესო ქრის­ტეს ჯო­ჯო­ხეთ­ში ჩას­ვლი­სა და სიკ­ვდილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბი­სა, ხალ­ხის თან­ხლე­ბით ტაძ­რის ირ­გვლივ შე­მო­ა­ტა­რე­ბენ. შემ­დეგ ისევ ტა­ძარ­ში შე­აბ­რძა­ნე­ბენ და ღია აღ­სავ­ლის კარ­თან მი­ი­ტა­ნენ. ეს იმის ნი­შა­ნია, რომ მა­ცხო­ვა­რი გა­ნუ­ყოფ­ლას იმ­ყო­ფე­ბა მამა ღმერ­თთან და რომ თა­ვი­სი ვნე­ბი­თა და სიკ­ვდი­ლით კვლავ გაგ­ვი­ღო სა­მო­თხის კარი. ამ დროს იგა­ლო­ბე­ბა "მშვე­ნი­ერ­მან იო­სებ..."

იმ დროს, როცა გარ­და­მოხ­სნას ისევ ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში და­ას­ვე­ნე­ბენ, ით­ქმე­ბა ეკტე­ნია და იკი­თხე­ბა სა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლო ეზე­კი­ელ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის წიგ­ნი­დან გარ­დაც­ვლილ­თა მკვდრე­თით აღ­დგო­მის შე­სა­ხებ; სა­მო­ცი­ქუ­ლო, რო­მე­ლიც გვას­წავ­ლის, რომ იესო ქრის­ტე ჭეშ­მა­რი­ტი აღ­დგო­მაა ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის სუ­ლის­თვის; სა­ხა­რე­ბა, რო­მე­ლიც მოგ­ვი­თხრობს, თუ რო­გორ და­ა­ყე­ნეს მცვე­ლე­ბი პი­ლა­ტეს თან­ხმო­ბით მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­თან, შე­სას­ვლე­ლი ლო­დით ჩა­რა­ზეს და ზედ ბე­ჭე­დი და­ას­ვეს.

დიდი შა­ბა­თის ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ლი­ტურ­გი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ის მწვერ­ვა­ლია. ეს არაა იესო ქრის­ტეს სიკ­ვდი­ლი­სა და და­საფ­ლა­ვე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დრა­მა­ტუ­ლი გა­თა­მა­შე­ბა ან სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი რი­ტუ­ა­ლუ­რი დად­გმა. ეს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა ღრმა სუ­ლი­ე­რი წვდო­მაა მა­ცხოვ­რის იმ ქმე­დე­ბის მა­რა­დი­ულ არსში, რომ­ლი­თაც მან კა­ცობ­რი­ო­ბა იხ­სნა.

ბა­სი­ლი დი­დის საღვთო ლი­ტურ­გია ანუ წირ­ვა ამ დღეს ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე გვი­ან იწყე­ბა და მწუხრს უერ­თდე­ბა. მღვდე­ლი სა­კურ­თხე­ველ­ში ტრა­პეზ­თან კი არ მსა­ხუ­რობს, არა­მედ ტაძ­რის შუ­ა­გულ­ში, გარ­და­მოხ­სნას­თან.

მცი­რე შე­სავ­ლი­სა და "ნა­თე­ლი მხი­ა­რუ­ლის" გა­ლო­ბის შემ­დეგ იკი­თხე­ბა 15 სა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლო სა­კი­თხა­ვი ძვე­ლი აღ­თქმი­დან. ყო­ველ მათ­გან­ში ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ვია ღვთის მიერ სამ­ყა­როს ხსნა, რაც აღ­თქმუ­ლი მე­სი­ის მოს­ვლით აღ­სრულ­და. გააგრძელეთ კითხვა