"ირანის რეჟიმი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სანქციებისთვის გვერდის ავლისა და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს" - რას წერს Fox News საქართველოზე - კვირის პალიტრა

"ირანის რეჟიმი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სანქციებისთვის გვერდის ავლისა და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს" - რას წერს Fox News საქართველოზე

ირანის რეჟიმი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სანქციებისთვის გვერდის ავლისა და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს, - ამის შესახებ სტატიას Fox News-ი აქვეყნებს.

„ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის კურსის თეირანის რეჟიმისკენ შებრუნება, შესაძლოა, რეგიონში აშშ-ის ინტერესებისთვის პრობლემური აღმოჩნდეს. ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, იმ ფონზე, როდესაც ირანი სპარსეთის ყურის მეზობლებს შორის სულ უფრო იზოლირებული ხდება, თეირანი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს რესპუბლიკასთან კავშირებს აღრმავებს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, ჯერ კიდევ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის კანდიდატად განიხილებოდა, ნელ-ნელა თეირანს დაუახლოვდა“, - ნათქვამია სტატიაში.

Fox News Digital-თან ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა და ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის თანაავტორმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ „ირანმა საქართველოში გავლენის ფართო ინფრასტრუქტურა შექმნა, რაც ექსტრემიზმთან კავშირის გამო აშშ-ის მიერ სანქცირებულ ორგანიზაციებს მოიცავს“.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დიპლომატიურად ნეიტრალური რჩება, ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიში დეტალურად აღწერს ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებას და იმას, თუ როგორ იყენებს ირანი საქართველოს, როგორც სადაზვერვო ინფრასტრუქტურის ქსელს, რომელიც საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მიზნით საქართველოს რელიგიურ, საგანმანათლებლო და კულტურულ ინსტიტუტებშიც კი აღწევს“, - წერს გამოცემა. გააგრძელეთ კითხვა