მრავალეთნიკური საქართველო ერთიან სუფრაზე
სააღდგომოდ ბერძნები ნაწნავის ფორმის ცურეკს აცხობენ, საქართველოს სლავური მოსახლეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სააღდგომო კულიჩის გამოცხობასა და ხაჭოს პასქის მომზადებას. მათთვის ასევე მნიშვნელოვანია ყველიერის კვირა, როდესაც ამზადებენ ბლინებს, ღვეზლებსა და რძის პროდუქტებზე დაფუძნებულ სხვადასხვა კერძს. ხაჭოს პასქა საქართველოში უკანასკნელ პერიოდში ძალიან პოპულაული გახდა და მისი უამრავი რეცეპტი გავრცელდა.
სომხურ სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი ტრადიციული კერძია ტკბილი ფლავი ჩირებით. იგი მიწას განასახიერებს, სადაც ღმერთმა ადამიანი დაასახლა.

ფესახი – თავისუფლების დღესასწაული
ფესახი ებრაელი ხალხის ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულზე აღინიშნება. იგი ეგვიპტელთა მონობისგან გათავისუფლებას ეძღვნება.
ბიბლიური გადმოცემის მიხედვით, ებრაელები ეგვიპტიდან ისე ჩქარობდნენ, რომ პურის აფუებას ვერ დაელოდნენ და უფუარი ცომით მოამზადეს კვერები. სწორედ ამიტომ, ფესახის დღეებში მორწმუნეები პურის ნაცვლად მაცას - უფუარ ხმიადს მიირთმევენ. სიტყვა "ფესახს" რამდენიმე განმარტება აქვს: "ადგილის შეცვლა" - ეგვიპტის დატოვებასთან დაკავშირებული; "გვერდის არიდება" - სიკვდილის ანგელოზის მიერ ებრაელების სახლების გვერდის ავლის სიმბოლო. ფესახის დღეებში ნებადართულია მხოლოდ ქაშერი მაცა, რომლის ცომიც 18 წუთზე მეტხანს არ უნდა მოიზილოს, რათა არ ამჟავდეს.
სადღესასწაულო სუფრის შუაგულში დგას სპეციალური ლანგარი - კეარა, რომელზეც სიმბოლური პროდუქტებია განთავსებული: კვერცხი, ზროა - შემწვარი ქათმის ფრთა ან ძვლიანი ნაჭერი, მწარე მწვანილი - ნიახური, ხაროსეთი ვაშლით, თხილეულითა და ჩირით მომზადებული თიხის კონსისტენციის მასა, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს სამშენებლო მასალას, რომლითაც ებრაელები მონობისას მუშაობდნენ. სუფრაზე ასევე აწყვია მარილწყალი, პირშუშხა, სამი ფირფიტა მაცა - ებრაელი ხალხის სამ შტოს სიმბოლო.
საქართველოში მცხოვრები ებრაელები ფესახზე მაცასგან ამზადებენ ერთგვარ მობრაწულას: მაცას ამტვრევენ, მდუღარე წყალს ასხამენ და არბილობენ. შემდეგ ურევენ კვერცხს, მარილს, პილპილს და ცხიმიან ტაფაზე აცხობენ. ებრაელები, ფესახის სუფრას ქართულ ტრადიციულ კერძებსაც ამატებენ.

კლოჩი - იეზიდთა გაზაფხულის ტრადიცია
ქურთი იეზიდები საქართველოში მრავალი საუკუნეა ცხოვრობენ. ისინი ერთ ღმერთს – მთავარანგელოზ მალაქ-ტაუსს აღიარებენ, რომელიც ფარშავანგის სახითაა წარმოდგენილი. მარტის პირველ ოთხშაბათს იეზიდები კლოჩს ზეიმობენ. ამ დღეს ოჯახებში ცხვება კულიჩის ტიპის ნამცხვარი, რომელშიც გამოცხობამდე მძივის მარცვალს ან მონეტას დებენ. მეორე დღეს ოჯახი ერთად იკრიბება. ოჯახის უფროსი ლოცვას წარმოთქვამს და ნამცხვარს ჭრის. პირველი ნაჭერი წმინდანებისა და ანგელოზებისთვისაა. მეორე იმდენ ნაწილად იყოფა, რამდენი მამაკაციცაა ოჯახში, ასევე გათვალისწინებულია დიასახლისი. ვისაც მონეტა ან მძივი შეხვდება, ის ღვთისგან დალოცულად მიიჩნევა.
იეზიდები გაზაფხულზე კიდევ ერთ დღესასწაულს აღნიშნავენ ჩარშამა სორის, ანუ წითელ ოთხშაბათს. მინდორში კრეფენ წითელ ყვავილებს და სახლის შესასვლელში კიდებენ. კვერცხებს ღებავენ, ნაჭუჭებს კი დათესილ მიწას აყრიან, რაც ბარაქისსიმბოლოდაა მიჩნეული.
პ.ს. საქართველო თავისი მრავალეთნიკური გარემოთი უნიკალურია. გაზაფხულის დღესასწაულები - აღდგომა, ფესახი, ნოვრუზ ბაირამი, კლოჩი და ჩარშამა სორი თავის რიტუალებითა და კულინარიული ტრადიციებით გვიჩვენებენ, რომ განსხვავებული რწმენები და ჩვეულებები არა მხოლოდ თანაარსებობენ, არამედ ერთმანეთის გვერდით ქმნიან
ნოვრუზ ბაირამი
ნოვრუზ ბაირამი საქართველოში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაზაფხულის დღესასწაულია. მისი სახელწოდება ორ ენას უკავშირდება: "ნოვრუზ" სპარსულად "ახალ დღეს" ნიშნავს, ხოლო "ბაირამი" თურქულად დღესასწაულს. დღესასწაული გაზაფხულის ბუნიობას ემთხვევა.
ნოვრუზამდე ოთხი სამშაბათი განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნება: წყლის სამშაბათი - წყაროსთან ან მდინარესთან მისვლა, წყლის სმა და განწმენდა. ცეცხლის სამშაბათი - კოცონის დანთება, ხტომა და სულის განწმენდის რიტუალი. ღამეს ცეკვითა და სიმღერით ათენებენ, რათა მზის ამოსვლას ერთად შეხვდნენ. დედამიწის განახლების სამშაბათი - ჯეჯილის დათესვა, ხეების რგვა და ტკბილეულით სტუმრობა. ქარის სამშაბათი - ბუნების ენერგიის აღდგენა. ამ დღეს გასათხოვარი გოგონები ვაშლის კურკებს ბალიშის ქვეშ დებენ, რათა მომავალ საქმროს სიზმარში იხილონ.
ნოვრუზის სუფრაზე აუცილებელია "ხაფათ-სინ" - შვიდი კერძი, რომელთა სახელიც ასო "ს"-ზე იწყება. ტრადიციული კერძებია: ფლოვი, რომლის უამრავი რეცეპტი მოიძებნება აზერბაიჯანულ სამზრეულოში; ხალიმი ხორბლითა და ცხვრის ხორცით მომზადებული კერძი; სუმალიაკი - გაღივებული ხორბლითა და ნიგვზით მომზადებული ტკბილი მასა, რომლის სამზადისიც რამდენიმე დღით ადრე იწყება, ტრადიციულ რიტუალს წარმოადგენს მისი მთვარის შუქზე მომზადება; სუფრაზე აუცილებლად დებენ ჯეჯილს, წითლად შეღებილ კვერცხებს, ჩირებს, თხილეულს და აზერბაიჯანულ ბაქლავას, რომელიც განსხვავდება თურქული ან დამასკოური ვარიანტებისგან - მზადდება საფუვრიანი ცომით, ნიგვზითა და თხილით, ხოლო არომატისთვის ილი და ვარდის წყალი ემატება.
ნოვრუზის დღეებში ადამიანები ერთმანეთს სტუმრობენ, ულოცავენ დღესასწაულს და ტკბილეულს ჩუქნიან. 19 მარტს არსებობს განსაკუთრებული ტრადიცია: სტუმარი მასპინძლის კართან ყურებზე ხელს იფარებს, შემდეგ ჩამოიღებს და პირველი სიტყვა, რასაც გაიგებს, ბედის მომტანად მიიჩნევა. ამ დროს გაჭირვებულთა დახმარება და გარდაცვლილთა ოჯახის მონახულება დიდ მადლად ითვლება.
ქეთი ადეიშვილი