ოპოზიციონერი ლიდერი სკანდალური წარსულით: ვინ არის პიტერ მადიარი?
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ხმების 45.71%-ის დათვლის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერის პიტერ მადიარის პარტია „ტისა“ ლიდერობს. მედიის ინფორმაციით, ამ მონაცემების თანახმად, „ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 135 მანდატს მიიღებს, ხოლო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია (KDNP) 57 ადგილს. სავარაუდოდ, 8 ადგილს მოიპოვებს ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ჩვენი სამშობლო“.
ახალგაზრდა ლიდერს გამარჯვება უკვე მიულოცა ვიქტორ ორბანმა:
„პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ტელეფონით მოგველოცა გამარჯვება“, - წერს მადიარი სოციალურ ქსელში. CNN-ის ინფორმაციით, ორბანმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგები მტკივნეულია „ფიდესისთვის“.

ვინ არის პიტერ მადიარი?
ახალგაზრდა პოლიტიკოსი ბუდაპეშტში 1981 წლის 16 მარტს დაიბადა. უნგრელი იურისტი და პოლიტიკოსი 2014 წლიდან ევროპარლამენტის დეპუტატიც გახლავთ.
როგორც ცნობილია, დედის მხრიდან ბებიის ძმა, მადიარის პაპა უნგრეთის პრეზიდენტი ფერენც მადლი იყო. ის პრეზიდენტის პოსტს 2000-2005 წლებში იკავებდა.

როგორც ცნობილია, 2010 წელს, როცა პატრია "ფიდესი" ხელისუფლებაში მოვიდა, პიტერ მადიარი პარტიის წევრი და მაღალჩინოსანი იყო.
მადიარის ყოფილი მეუღლე ორბანის პრემიერობის პერიოდში იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა.
მედიის ცნობით, მადიარიმ "ფიდესი" 2014 წელს საპრეზიდენტო შეწყალების სკანდალური ამბების ფონზე დატოვა.
მადიარის ყოფილი მეუღლე იუდიტ ვარგა როგორც იუსტიციის მინისტრი ხელს აწერდა შეწყალებას, შეწყალებულთა სიაში კი საბავშვო ბაღის დირექტორის მოადგილე მოხვდა, საქმე ბავშვთა სახლში სექსუალურ ძალადობას უკავშირდებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ვარგამ, რომელიც "ფიდესის" ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებოდა, უარი განაცხადა დეპუტატის მანდატზე. იმ პერიოდში უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა კი თანამდებობა დატოვა.
ნოვაკის გადადგომის შემდეგ, მადიარიმ ერთ-ერთ ინტერვიუში კორუფციაზე ისაუბრა და პარტია "ფიდესი" გააკრიტიკა. საბოლოოდ, მადიარი ვიქტორ ორბანის ოპონენტად იქცა და უახლესი ინფორმაციით, მან საპარლამენტი არჩევნებში გამარჯვებაც მოიპოვა.
მადიარის გამარჯვებას ულოცავენ ევროპელი ლიდერებიც:
"უნგრეთმა ევროპა აირჩია, ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ",- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, უნგრეთი ევროპულ გზას უბრუნდება და ევროკავშირი ძლიერდება.
(სპეციალურად საიტისთვის)